Робота для біженців з України
ფინანსური დირექტორი - მცხეთა, სოფ. მისაქციელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: აქვა გეო
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
შპს "აქვა გეო" - მინერალური წყალი "სნო"-ს და გაზირებული მინერალური წყალი "კობი"-ს მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ფლობს თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ 2 ქარხანას სოფელ მისაქციელში და კობში. ჩვენ გთავაზობთ გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობას.

კომპანია შპს "აქვა გეო" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. მისაქციელი;
** სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00 სთ-მდე;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
** ანაზღაურება: 5000 ლარი, ანაზღაურების ზრდის პერსპექტივით;
** დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება, სატელეფონო ლიმიტი, კვება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ყველა ფინანსურ ოპერაციაზე ზედამხედველობა, შესაბამისობის უზრუნველყოფა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) და სხვა რეგულაციებთან;
** ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის პოლიტიკის შემუშავება გაცხადებული სტრატეგიის შესაბამისად და მის აღსრულებაზე ზედამხედველობა;
** ყოველთვიურად შერჩევითი მეთოდით ხარჯებში გატარებული ტრანზაქციების შესაბამისი პირველადი დოკუმენტების შემოწმება და საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისობის დადგენა;
** თვის და წლის დახურვის ოპერაციებში ჩართულობა, დეტალებში გარკვევა/კორექტირება და ანალიზი;
** აუდიტის დასკვნის განხილვა და მისაღები რეკომენდაციების განხორციელების მიზნით მმართველი გუნდისათვის წინადადებების წარდგენა;
** საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის დამყარება, საბანკო პროდუქტების და სალიზინგო მომსახურების საუკეთესო პირობების მიღების მიზნით;
** ფინანსური რესურსების კანონიერი, გამჭვირვალე, ეკონომიური და ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა;
** ფინანსური უწყისების მოთხოვნისამებრ წარდგენა მენეჯმენტისა და მესამე პირებისთვის;
და ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა;
** კომპანიის ბიუჯეტის ფორმირება და მისი შესრულებისა და გადახრების ზედამხედველობა რეგულარული ფინანსური ანალიზით;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება და წარდგენა საკანონმდებლო ორგანოებთან;
** კომპანიის სტრატეგიულ პროცესებში უშუალო მონაწილეობა;
** ფულადი სახსრების სწორი მიმართულებითა და კვალიფიკაციით კომპანიებში გადანაწილების სქემის შემუშავება;
** დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების მართვა და თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი პროფილური განათლება (ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება);
** 3 დან 5 წლამდე ფინანსურ დირექტორად/მენეჯერად მუშაობის გამოცდილება, სასურველია სხვადასხვა სფეროში.
** ბუღალტრული აღრიცხვის სისტემების ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვისა და დოკუმენტაციის წარმოების პრინციპების ცოდნა;
** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** ბიუჯეტირება, მოგება-ზარალის ფინანსური ანალიზის ცოდნა;
** ფინანსური პროგრამების და Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა; ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება სპეციფიკური რეპორტების შედგენა-ამოღების დონეზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდურობა/კოლეგიალურობა;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: k.korsantia@winerykhareba.com; და vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ფინანსური დირექტორი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე