|
დასახელება:
ანაზღ. სტაჟირება იურიდიულ და კორპორაციულ დეპარტამენტში
|
| მომწოდებელი:
ფორსაით ინვესტმენტ გრუპ
|
|
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 იანვარი
|
"Foresight Group" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ და კორპორაციულ დეპარტამენტში. სტაჟირება განკუთვნილია მოტივირებული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კორპორაციული, საფინანსო და საინვესტიციო სამართლის პრაქტიკული გამოცდილების მიღებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00
ლოკაცია: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N52
ძირითადი მოვალეობები:
** იურიდიული და კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადებასა და დამუშავებაში მონაწილეობა
** კონტრაქტების, შეთანხმებებისა და შიდა პოლიტიკების ანალიზში მხარდაჭერა
** კომპანიის რეგულატორულ და შესაბამისობის საკითხებზე მუშაობაში ჩართულობა
** კორპორაციული გადაწყვეტილებების, სხდომის ოქმებისა და შიდა ჩანაწერების მომზადებაში დახმარება
** იურიდიული კვლევების ჩატარება (კორპორაციული, სამეწარმეო და საფინანსო სამართლის მიმართულებით)
** იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერა მიმდინარე პროექტებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი
** ინტერესი კორპორაციული და საინვესტიციო სამართლის მიმართ
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა - სავალდებულოა
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურებად სტაჟირებას პროფესიონალურ საინვესტიციო გარემოში
** პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ იურიდიულ და კორპორაციულ პროცესებში
** კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** სასწავლო პროცესზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს
განაცხადის წესი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV PDF ფორმატში (სასურველია ინგლისურ ან ქართულ ენაზე) ელფოსტაზე: info@foresight.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 18 იანვარი.
შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრება და წერითი დავალება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
|
|
|
|