|
დასახელება:
მონიტორინგის სახელმძღვანელოს შემუშავ. და ტრენინგის ჩატარება
|
| მომწოდებელი:
ასოციაცია ანიკა
|
|
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 05 იანვარი
|
|
თანდართული ფაილი:
691409_29_12___4__1233955.zip
|
ასოციაცია "ანიკა", WV საქართველოსთან ერთად პროექტის "გარე მომსახურებაზე გატანილი სოციალური სერვისები საქართველოში-ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხარისხიანი მომსახურებისთვის" ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, გეგმავს მონიტორინგის სახელმძღვანელოს, მათ შორის მონიტორინგის მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების შემუშავებას. მონიტორინგის ინსტრუმენტი შემუშავდება, როგორც მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის და სერვისის მიმწოდებლებისთვის, რათა ეფექტიანად განხორციელდეს პერსონალური ასისტენტის სერვისის მონიტორინგი მუნიციპალიტეტის და სერვის პროვაიდერის მიერ, ხოლო თავად მუნიციპალიტეტების მონიტორინგი სამინისტროს მხრიდან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. (სამი მიმართულებით: მუნიციპალიტეტისთვის, სამინისტროსთვის და სერვისის მიმწოდებლისთვის).
დავალების მიზნები:
** პერსონალური ასისტენტის სერვისის მონიტორინგის ინსტრუმენტი მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის;
** პერსონალური ასისტენტის სერვისის მონიტორინგის ინსტრუმენტი მუნიციპალიტეტებისთვის;
** პერსონალური ასისტენტის სერვისის მონიტორინგის ინსტრუმენტი სერვის პროვაიდერებისთვის.
ამოცანები:
აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად შერჩეული იქნება 2 კონსულტანტი (საჭიროების შემთხვევაში 3), რომლებიც შეიმუშავებენ პერსონალური ასისტენტის მონიტორინგის სახელმძღვანელოს მუნიციპალიტეტებისთვის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის, სერვის პროვაიდერებისთვის და უზრუნველყოფენ შესაბამისი ტრენინგის ჩატარებას.
აღნიშნული ტექნიკური დავალების ქვეშ უნდა შესრულდეს შემდეგი სამუშაო:
1. მონიტორინგის სახელმძღვანელო შემდეგ მომსახურებებზე:
** შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მონიტორინგის ინსტრუმენტი მუნიციპალიტეტებისთვის; (სამი მიმართულებით: მუნიციპალიტეტისთვის, სამინისტროსთვის და სერვისის მიმწოდებლისთვის);
** შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მონიტორინგის ინსტრუმენტი მუნიციპალიტეტის სახელმძღვანელო უნდა შედგებოდეს მინიმუმ შემდეგი კომპონენტებისგან: (სამი მიმართულებით: მუნიციპალიტეტისთვის, სამინისტროსთვის და სერვისის მიმწოდებლისთვის);
** შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სრვისის მონიტორინგის ინსტრუმენტი სერვის პროვაიდერებისთვის. (სამი მიმართულებით: მუნიციპალიტეტისთვის, სამინისტროსთვის და სერვისის მიმწოდებლისთვის)
1.1 მონიტორინგის ციკლის სრული აღწერა.
1.2. მონიტორინგის განხორციელების მინიმალური კრიტერიუმები მომსახურებისთვის (მომსახურების შესაბამისობა მიმართულების მომაწესრიგებელ სამართლებრივ აქტებთან, მიწოდებული სერვისი, ფიზიკური გარემო, დოკუმენტაცია, კმაყოფილება, და ა.შ.).
1.3. მომსახურების შესაბამისი მონიტორინგის ინსტრუმენტი, მათ შორის მომსახურების მიმღებთა კმაყოფილების შეფასების ინსტრუმენტი.
1.4. მონიტორინგისთვის საჭირო მონაცემთა შეგროვების მეთოდები, როგორიცაა პირდაპირი დაკვირვება, ინტერვიუები, გამოკითხვები, ფიზიკური გარემოს შეფასება, დოკუმენტების განხილვა და შემთხვევის შესწავლა და ა.შ.
1.5. მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავების/ანალიზის პროცედურა.
1.6. მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების მართვისა და შენახვის პროცედურები.
1.7. მონიტორინგის სიხშირე და ხანგრძლივობა.
1.8. მომსახურების მომწოდებლებისთვის მონიტორინგის შედეგების გაცნობისა და უკუკავშირის ერთიანი ჩარჩო.
2. სატრენინგო მოდული
2.1 კონსულტანტ (ებ)ი შეიმუშავებენ ტრენინგის დიზაინს და ჩაატარებენ ტრენინგს მუნიციპალიტეტების, ჯანდაცვის სამინისტროს და სერვის პროვაიდერების წარმომადგენლებისთვის მონიტორინგის სახელმძღვანელოს გაცნობისა და გამოყენების მიზნით.
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე მომზადებული ტექნიკური წინადადება და ფინანსური შეთავაზება ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტაზე:anika.information@gmail.com არაუგვიანეს 2026 წლის 5 იანვრისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება".შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროექტის მენეჯერს მეილზე: chankvetadzemaka@gmail.com
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი მიბმულ ფაილში.
|
|
|
|