|
დასახელება:
გაყიდვების ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
პარკ თრეიდინგი
|
|
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 29 იანვარი
|
საქართველოს ბაზარზე არსებული სადისტრიბუციო კომპანია შ.პ.ს "პარკ თრეიდინგი", აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე, რომელიც უხელმძღვანელებს გაყიდვების პროცესებს საქართველოს ყველა რეგიონში. კომპანიას ბაზარზე გააქვს წყალი და ალკოჰოლური სასმელები. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციას. ჩვენ ვეძებთ გამოცდილ გაყიდვების ხელმძღვანელს ამ სფეროში.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება ქვეყნის მასშტაბით;
** რეგიონალური გაყიდვების მართვა და კოორდინაცია;
** ძლიერი, რეალური გაყიდვების სქემის შექმნა და მართვა;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და ანგარიშგება;
** სადისტრიბუციო შიდა ქსელის გაძლიერება.
** გაყიდვების გეგმების შესრულების კონტროლი;
** ეფექტურად მართოს გაყიდვების სრული პროცესი;
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავსს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: tamarugulava123@gmail.com ან დაგვირეკეთ ნომერზე: 577 21 77 27 და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|