Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ქუდოს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 იანვარი
ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია "Kudos Georgia" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** დეკლარაციების (დრაფტი) მომზადება;
** მენეჯერის მიერ მიცემული დავალებების შესრულება;
** ბუღალტრის ასისტენტზე დავალებების მიცემა და კონტროლი;
** ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი/პროფესიული განათლება;
** აუცილებელია ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამის ცოდნა (Balance) - სასურველია;
** აუცილებელია MS Excel-ის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 2026 წლის 25 იანვრამდე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@Kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს "ქუდოს ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე