Робота для біженців з України
სტუდენტთა მომსახურებისა და კარიერული დაგეგმვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტუდენტთა მომსახურებისა და კარიერული დაგეგმვის მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / ბოლო ვადა: 08 იანვარი
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სტუდენტთა მომსახურებისა და კარიერული დაგეგმვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 76;
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;

შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. ინდივიდუალური გასაუბრება;

ძირითადი მოვალეობები:

** საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მონაცემთა ბაზის შექმნაში/განახლებაში მონაწილეობა;
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კონსულტირება;
** სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა მუდმივი ინფორმირების უზრუნველყოფა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების/სიახლეების შესახებ;
** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობით, კურსდამთავრებულთა ლოიალობის ზრდის პროექტებისა და აქტივობების განხორციელებაში მონაწილეობა (მნიშვნელოვანი თარიღების მილოცვა, უნივერსიტეტის სამკერდე ნიშნების დარიგება და ა.შ.);
** სტუდენტთა ახალ გარემოში ადაპტაციის ხელშეწყობა, მათთვის კონსულტაციების გაწევის გზით;
** სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/ან ბოლო კურსის სტუდენტი;
** მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - B1 დონე (მეტყველება, წერა).

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 08 იანვარი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე