Робота для біженців з України
სამედიცინო აპარატურის დამხმარე ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო აპარატურის დამხმარე ინჟინერი
მომწოდებელი: Linema Pharm
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / ბოლო ვადა: 29 იანვარი
შპს "Linema Pharm" ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლობის მქონე სამედიცინო აპარატურის დამხმარე ინჟინერს (ბიოინჟინერს), რომელიც ჩაერთვება სამედიცინო ტექნიკის მონტაჟის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მხარდაჭერის პროცესებში.

საქმიანობა: სამედიცინო აპარატურის გაყიდვა და ტექნიკური მხარდაჭერა

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო აპარატურის მონტაჟსა და ინსტალაციაში დახმარება
** აპარატურის ტექნიკური შემოწმება და ტესტირება
** მომხმარებლებისთვის აპარატურის გამოყენების წესების ახსნა
** ინჟინერთან ერთად ტექნიკური მომსახურება და დიაგნოსტიკა
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიოინჟინერიის / ბიომედიცინის / ტექნიკური მიმართულებით (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სასურველია ინგლისური ენის ტექნიკური ტერმინების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას და გამოცდილების მიღებას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** ანაზღაურება - შეთანხმებით
** სამუშაო გრაფიკი: სრული, შაბათ კვირას დასვენება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მეილზე: ltdlinemapharm@gmail.com, linemageo@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე