Робота для біженців з України
Back-End დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Back-End დეველოპერი
მომწოდებელი: ალტა სოფთვეარი
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
შპს "ალტა სოფთვეარი" აცხადებს ვაკანსიას Back-End დეველოპერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

"ალტა სოფთვეარი" საქართველოში მოწინავე კომპანიაა, რომელიც ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის პროგრამული უზრუნველყოფას ქმნის. Back-End დეველოპერის პოზიცია მოიაზრებს პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელებას, უშუალო პროგრამირებას, ურთიერთობას მხარდაჭერისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილებასთან.

კომპეტენციის ფარგლები:

** ხარისხიანი და ტესტირებადი კოდის დაწერა დეველოპმენტის საუკეთესო პრაქტიკისა და სტანდარტების გამოყენებით;
** ახალი ამოცანებისა და არსებული სისტემების განვითარების ანალიზში ჩართვა, სამუშაოს მოცულობის შეფასება და შეთანხმებული ვადების დაცვა;
** დანერგვებში მონაწილეობა, ტექნიკური კონსულტაციების გაწევა, უშუალოდ go-live დროს (ასევე ვერსიების/ბილდების განახლებისას) მხარდაჭერა;
** არქიტექტორებსა და არქიტექტორების საბჭოსთან ურთიერთობა და შემოთავაზებული არქიტექტურის განხორციელება, შესრულება და დაცვა;
** სხვადასხვა კოდის გარჩევა და ანალიზი, შესაბამისი აზრის გამოთქმა საჭიროების მიხედვით;
** საკითხების დროულად შესრულება, ტესტირება და მუშაობის უზრუნველყოფა, კონსულტაციების გაწევა.

საჭირო კვალიფიკაცია:

** პროგრამირების ენები და ტექნოლოგიები: .NET, C#, ASP.NET Core, MS SQL Server
** უპირატესობად ჩაითვლება შემდეგის ცოდნა: Docker, Kubernetes, RabbitMQ

აუცილებელი უნარები:

** კომპანიაში არსებული სტანდარტების ადვილად ათვისება;
** ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** რამდენიმე ამოცანის / პროექტის ერთდროულად განხორციელების შესაძლებლობა;
** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
** ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** გუნდში მუშაობა და გამოცდილების გაზიარება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2026 წ 23 იანვრამდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატი ამ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით აცხადებს თანხმობას, რომ მისი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, "ალტა სოფთვეარი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშაოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე