Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=691304&print=yes&view=jobs
 
ანაზღაურებადი სტაჟირება საოპერაციო დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება საოპერაციო დეპარტამენტში
მომწოდებელი: ორეი
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / ბოლო ვადა: 29 იანვარი
"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

ანაზღაურებადი სტაჟირება საოპერაციო დეპარტამენტში

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა.
სამუშაო განრიგი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების შესრულების უზრუნველყოფა;
** მარაგების, ინვენტარიზაციისა და პროდუქტის კონტროლი;
** ტექნიკური საკითხების დროული მოგვარების მონიტორინგი;
** კომპანიის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების დაგეგმვა;
** ყოველდღიური ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის;



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:



უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც მიღებული აქვთ განათლება ტექნიკური მიმართულებით. (განიხილება სტუდენტიც)



აუცილებელი ცოდნა და უნარები:



** პუნქტუალურობა
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება
** პროგრამების ცოდნა: Excel, Word
** მართვის მოწმობა 



დაინტერესებული კანდიდატები გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

ტელ: 599 15 06 65

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "სიმეტრას" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
"სიმეტრას" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.



გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია