|
დასახელება:
ხარისხის მართვის უმცროსი მენეჯერის/ხარისხის მკვლევარი
|
| მომწოდებელი:
არდი დაზღვევა
|
|
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 27 იანვარი
|
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის დეპარტამენტში ხარისხის მართვის უმცროსი მენეჯერის/ხარისხის მკვლევრის თანამდებობაზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. N3.
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებელთა კმაყოფილების სატელეფონო და ონლაინ კვლევების წარმოება (NPS, CSAT) შემდეგი მიმართულებებით
** ხარისხობრივი კვლევების ავტომატური ინსტრუმენტების დანერგვაში მონაწილეობა
** სხვადასხვა არხებით მიღებული ხარისხის კვლევების დამუშავება, ანალიზი,
** სხვადასხვა არხებით მიღებული მომხმარებელთა უკუკავშირების მართვა და ანალიზი
** მენეჯმენტის რეპორტების წარმოებაში მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - სრული ან არასრული (მიმდინარე);
** ინგლისური ენის (B2 დონე) ცოდნა;
** სასურველია ხარისხის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მომხმარებელთა ხარისხობრივი და რაოდენობრივი კმაყოფილების კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების გამოცდილება (survey, NPS, CSAT და სხვ.).
უნარები და კომპეტენციები:
** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** მონაცემების ანალიზისა და დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
** რეკომენდაციების მომზადება პროცესების გაუმჯობესებისთვის;
** მომსახურების ხარისხის შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა;
** შიდა სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის ინდიკატორებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: Career@ardi.ge. გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ხარისხის მართვის უმცროსი მენეჯერი/ხარისხის მკვლევარი"
სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|