|
დასახელება:
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Hash Bank
|
|
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 26 იანვარი
|
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო რეჟიმი - 24-საათიანი, 6-საათიანი ცვლებით. თითოეული ცვლა მოიცავს 30-წუთიან შესვენებას, რომელიც იგულისხმება სამუშაო საათებში.
** სამუშაო მოდელი - ჰიბრიდული: დილის და დღის ცვლები მუშაობენ ოფისიდან; საღამოს და ღამის ცვლა მუშაობენ დისტანციურად (სახლიდან).
** ანაზღაურება: პირველი 6 თვე 1200 ლარი (ხელზე ასაღები), 6 თვის შემდეგ - 1400 ლარი (ხელზე ასაღები).
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებელთა მოთხოვნებზე რეაგირება როგორც ზარების, ასევე ჩეთების მეშვეობით და პრობლემების ოპერატიული გადაჭრა.
** მომხმარებლებისთვის სრული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტებზე, მომსახურებებსა და პროცედურებზე.
** ინციდენტების და შეკითხვების სისტემაში რეგისტრაცია და საჭიროების შემთხვევაში სხვა დეპარტამენტისთვის გადამისამართება.
** მომხმარებლებისთვის გადაწყვეტილებების დროული შეთავაზება, შესაბამისი კომპანიის პროცედურების გათვალისწინებით.
** ზარების მიღება, მომხმარებლის იდენტიფიკაციის პროცესის შესრულება და შესაბამისი ინფორმაცია მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით მიწოდება.
** საჭიროების შემთხვევაში, ზარის სხვა თანამშრომელთან ან დეპარტამენტთან გადამისამართება.
** გამოხმაურების სისტემაში აღრიცხვა და პრობლემების გადაწყვეტის გზების მონიშვნა.
** ერთდროულად რამდენიმე ჩეთის მართვა ეფექტური კომუნიკაციის შენარჩუნებით.
** მომხმარებლისთვის ავტომატური პასუხების გამოყენება საჭიროების შემთხვევაში და უფრო რთულ შემთხვევებში ხელით მიწერა.
** მომხმარებელთა უკმაყოფილების შემთხვევაში სწორი რეაგირება და სიტუაციის მაქსიმალური პროფესიონალიზმით მართვა.
** კომპანიის სტანდარტების და სერვისის ხარისხის პროცედურების დაცვა.
ცოდნა და გამოცდილება:
** კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება ზარების ან ჩეთების მართვის სფეროში.
** ბანკში მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერული უნარების საბაზისო ცოდნა, მათ შორის MS Office და ჩეთის პლატფორმების გამოყენება.
** ტექნოლოგიებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი და სხვადასხვა პროგრამული პლატფორმების მარტივად ათვისება.
უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით.
** კონფლიქტების მართვის უნარი და მომხმარებელთან ემპათიის გამოვლენა.
** დროის მართვის და მრავალმხრივი დავალებების შესრულების უნარი.
** სამუშაო პროცესში სიზუსტის და დეტალებისადმი ყურადღების შენარჩუნება.
** მოქნილობა და სწრაფი ადაპტაცია სამუშაო ცვლილებების მიმართ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26 იანვარი, 2026.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
|
|
|
|