Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: Geosafety
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი / ბოლო ვადა: 27 იანვარი
მრავალპროფილური საკონსულტაციო კომპანია "ჯეო სეიფთი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
ანაზღაურება: 2 000 ლარამდე კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ანგარიშგების წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ნორმების მიხედვით;
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ობიექტის რეგულარული შემოწმება და ინსპექტირება;
** საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკის შეფასების დოკუმენტაციის მომზადება პარტნიორი ორგანიზაციებისთვის.;
** პარტნიორი კომპანიის დასაქმებულთათვის პერიოდული სწავლების/ინსტრუქტაჟების ორგანიზება ჩატარება შრომის უსაფრთხოების საკითხებში;
** პარტნიორი კომპანიების შრომის უსაფრთხოების სისტემის მონიტორინგი და შესაბამისი რეპორტების მომზადება, დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვით;
** ინციდენტების მოკვლევა, სტატისტიკის წარმოება და პრევენციის ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი რეაგირება;
** კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის შესაბამისი რეგულაციების აღსრულებისთვის.
** სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების მიმართულების კონსულტაციის გაწევა.

ძირითადი მოთხოვნები:

** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი/დიპლომი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე, სულ მცირე, 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Office;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
** სასურველია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** როგორც გუნდური, ისე დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს.
** ტრანსპორტირების ანაზღაურება.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე, რომელიც მოცულობით იქნება 50 სიტყვაზე მეტი, ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@geosafety.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კომპანია "Geo Safety "-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "Geo Safety"-ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე