Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=691129&print=yes&view=jobs
 
დაკრედიტების გუნდის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაკრედიტების გუნდის უფროსი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / ბოლო ვადა: 26 იანვარი
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: დაკრედიტების გუნდის უფროსი

გრაფიკი: სრული, ოფისიდან.

ძირითადი ფუნქციები:

** ვადაგადაცილებული სესხებზე მუშაობის ორგანიზება და შედეგების კონტროლი;
** ექსპერტთა სწავლების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
** დაკრედიტების ოფიცერთა პრაქტიკული სწავლება;
** დაკრედიტების ჯგუფის მუშაობაზე და ეფექტურობაზე კონტროლი;
** დაკისრებული კომერციული გეგმების შესრულების ანალიზი და კონტროლი;
** გაყიდვების ხელშეწყობა;
** რისკების სამსახურთან კოორდინაცია;
** ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი და ვადაგადაცილებების ადგილზე მართვა,
** ბანკის დაკრედიტების საქმიანობის კოორდინაცია;
** ბანკში პროფესიონალიზმის, გუნდური მუშაობის და ინოვაციის ღირებულებების ამაღლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** უმაღლესი განათლება იურიდიული, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
** საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);

ცოდნა და გამოცდილება:

** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** ქართული ენის ცოდნა;
** უცხო ენები (სასურველია);
** ინგლისური
** რუსული

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
** ანალიზის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა;
** თავაზიანობა;
** სამართლიანობა;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
** გუნდის მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26 იანვარი, 2025.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია