|
დასახელება:
დაკრედიტების ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
Hash Bank
|
|
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 26 იანვარი
|
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: დაკრედიტების ოფიცერი
გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული.
ძირითადი ფუნქციები:
** დაკისრებული კომერციული გეგმების შესრულების ანალიზი და კონტროლი;
** გაყიდვების ხელშეწყობა;
** რისკების სამსახურთან კოორდინაცია;
** ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი და ვადაგადაცილებების ადგილზე მართვა;
** ბანკის დაკრედიტების საქმიანობის კოორდინაცია;
** ბანკში პროფესიონალიზმის, გუნდური მუშაობის და ინოვაციის ღირებულებების ამაღლება;
** საკუთარი ფუნქციების განხორციელების დროს მოითხოვოს უშუალო ხელმძღვანელისგან და ბანკის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან ადეკვატური მხარდაჭერა;
** უარი თქვას ხელმძღვანელის დავალებების შესრულებაზე თუ ისინი ეწინააღმდეგებიან მოქმედ კანონმდებლობასა და ნორმატიულ აქტებს;
** დაიცვას მომსახურების დადგენილი სტანდარტები;
** მხარი დაუჭიროს სათაო ბანკის სამსახურებს სხვადასხვა სახის მეთოდების დახვეწის, აგრეთვე სხვა ღონისძიებების ჩატარებაში;
** მოახდინოს ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და მომავლისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოთხოვნის შესაბამისად;
** დაიცვას ბანკთან და კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
** კლიენტის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერის დროს უზრუნველყოს პირადი კონტროლი;
** უზრუნველყოს კლიენტის კრიტერიუმების შესაბამისობის გადამოწმება განაცხადის საკრედიტო კომიტეტზე გაგზავნამდე გადამოწმება;
** დაიცვას ბანკის შინაგანაწესი, შიდა ინსტრუქციები, ნორმატიული აქტების და წინამდებარე სამუშაო აღწერილობით დასახული ამოცანები და მოთხოვნები;
** ბანკის კლიენტებთან ხელმოწერის პროცედურები საკრედიტო და მასთან დაკავშირებული შეთანხმებების ხელშეკრულებებზე განახორციელოს მათი იდენტიფიკაციის შემდეგ;
** უზრუნველყოს საკრედიტო საქმიანობის წარმართვა ბანკის შიდა ინსტრუქციების და საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრული დაცვით;
** კეთილსინდისიერად მიუდგეს საკუთარ საქმიანობას, ბანკის სხვა სამსახურებს და დაიცვას პროფესიული ეთიკა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** ქართული ენის ცოდნა;
** უცხო ენები (სასურველია);
** ინგლისური;
** რუსული;
** სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
** ანალიზის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ცოდნა და გამოცდილება:
** საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა;
** თავაზიანობა;
** სამართლიანობა;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
** გუნდის მართვის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26 იანვარი, 2026 წელი.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
|
|
|
|