Робота для біженців з України
ინფრასტრუქტურის და ქსელის განვითარების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფრასტრუქტურის და ქსელის განვითარების კოორდინატორი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / ბოლო ვადა: 26 იანვარი
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: ინფრასტრუქტურის და ქსელის განვითარების კოორდინატორი

ინფრასტრუქტურის განვითარების კოორდინატორის მიზანია ბანკის ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის, კოორდინაციისა და განხორციელების უზრუნველყოფა, მათ შორის, ახალი გაყიდვის წერტილების, სერვისცენტრებისა და ფილიალების გახსნა/გაფართოება, არსებული ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია და პროცესების შესაბამისობა ბანკის შიდა პოლიტიკებთან, უსაფრთხოების სტანდარტებთან და მარეგულირებელი მოთხოვნებთან.

გრაფიკი: სრული, ოფისიდან.

ძირითადი ფუნქციები:

** ბანკის ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და მონიტორინგი (ახალი სერვისცენტრები, გაყიდვის წერტილები, ოფისები, სალარო ზონები და სხვა);
** ახალი სერვისცენტრების/გაყიდვის წერტილების გახსნის სრული ციკლის კოორდინაცია — ლოკაციის შერჩევიდან ოპერაციულ მზადყოფნამდე;
** შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან (ბიზნესი, ოპერაციები, IT, უსაფრთხოება, იურიდიული, შესყიდვები, ფინანსები, რისკები, AML/Compliance) ეფექტური კოორდინაცია ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში;
** პროექტების ვადების, ბიუჯეტებისა და ხარისხის პარამეტრების კონტროლი და გადახრების დროული იდენტიფიცირება;
** ლოკაციების ტექნიკური, ოპერაციული და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისობის უზრუნველყოფა ბანკის შიდა პოლიტიკებთან და მარეგულირებელ სტანდარტებთან;
** სერვისცენტრებისა და გაყიდვის წერტილების ინფრასტრუქტურული კონცეფციის, ზონირების და ფუნქციური დაგეგმარების კოორდინაცია (სალარო ზონა, თვით მომსახურების ზონა, ბექ-ოფისი და სხვ.);
** კონტრაქტორების, მომწოდებლებისა და მესამე მხარეების საქმიანობის კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მხარდაჭერა — ტექნიკური დავალებების (TOR), მოთხოვნების და შეფასების პროცესებში მონაწილეობა;
** ინფრასტრუქტურული რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი შემარბილებელი ზომების ინიცირება;
** ახალი ობიექტების ოპერაციულად გაშვებამდე წინასწარი შემოწმებების ორგანიზება და დეფექტების აღმოფხვრის კონტროლი;
** ობიექტების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული შიდა ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** ბანკის ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის მხარდაჭერა და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინფრასტრუქტურული, სამშენებლო ან პროექტების კოორდინაციის სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია საბანკო ან ფინანსურ სექტორში;
** კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და მრავალფუნქციურ გუნდებთან მუშაობის გამოცდილება;
** რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვის გამოცდილება;
** ინფრასტრუქტურულ, ტექნიკურ და უსაფრთხოების სტანდარტებზე ორიენტირება;
** მარეგულირებელი მოთხოვნების (უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება, მონაცემთა დაცვა) ზოგადი ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** ტექნიკური დავალებების და დოკუმენტაციის მომზადების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;

პიროვნული უნარები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრობლემების პროაქტიული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
** პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26 იანვარი, 2026.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე