Робота для біженців з України
სალაროს გამგე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სალაროს გამგე
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / ბოლო ვადა: 26 იანვარი
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: სალაროს გამგე

გრაფიკი: სრული, ოფისიდან.

ძირითადი ფუნქციები:

** სალაროს საქმიანობის საერთო ორგანიზება, კოორდინაცია და ზედამხედველობა ბანკის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** სალარო ოპერაციების განხორციელებაზე კონტროლი, მათ შორის ნაღდი ფულის მიღება-გაცემა, ვალუტის გაცვლის ოპერაციები და ანგარიშებზე თანხების შეტანა/გატანა;
** სალაროს თანამშრომლების (მოლარეების) ყოველდღიური საქმიანობის მართვა, სამუშაო პროცესის მონიტორინგი და დისციპლინის უზრუნველყოფა;
** სალაროში ნაღდი ფულის ნაშთების კონტროლი სამუშაო დღის განმავლობაში და დღის დახურვის პროცესის ორგანიზება;
** სალაროსთვის დადგენილი ლიმიტების დაცვაზე ზედამხედველობა და ლიმიტების გადაჭარბების შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
** ნაღდი ფულის და ვალუტის ნამდვილობის შემოწმების პროცესის კონტროლი და შესაბამისი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** სალარო ოპერაციების ზუსტი, სრული და დროული ასახვის უზრუნველყოფა საბანკო სისტემებში და პირველადი დოკუმენტაციის სწორი წარმოების კონტროლი;
** სალაროს უსაფრთხოების წესების, ფიზიკური და ოპერაციული უსაფრთხოების ზომების შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** ბანკის შიდა რეგულაციებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის კუთხით;
** საეჭვო ოპერაციების იდენტიფიცირება, შესაბამისი ანგარიშგების მომზადება და გადაცემა კომპეტენტურ ერთეულებთან;
** ნაღდი ფულის ინკასაციის პროცესის დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი, მათ შორის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** სალაროს ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება და შედეგებზე პასუხისმგებლობა;
** შიდა და გარე აუდიტის პროცესებში მონაწილეობა, მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დროული მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა კონსულტაცია საბანკო პროდუქტებისა და სალარო ოპერაციების საკითხებზე;
** სალაროს საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირების მიზნით შესაბამისი ზომების ინიცირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით);
** საბანკო სისტემაში სალარო ოპერაციებთან დაკავშირებულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საბანკო პროგრამებთან და სალარო სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ნაღდი ფულის, ვალუტის და სალარო ოპერაციების მარეგულირებელი სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა;
** სალაროს საქმიანობასთან დაკავშირებული სერტიფიკატები (ყალბი ფულის ამოცნობა, ნაღდ ფულთან მუშაობა, უსაფრთხოების სტანდარტები, AML/CFT) ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო/საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესად;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდის მართვის უნარები;

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** გუნდის მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26 იანვარი, 2026.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე