Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=691123&print=yes&view=jobs
 
სხვადასხვა - ბუკნარი, თბილისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: Buknari Hotel
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / ბოლო ვადა: 26 იანვარი
პრემიუმ ხარისხის ზღვისპირა სასტუმრო კომპლექსი "Buknari Hotel" მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროდან 10 მეტრში, ბათუმიდან 15 წუთის სავალზე. სასტუმრო შედგება 104 ნომრისგან და აერთიანებს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მათ შორის დახურულ და ღია აუზებს, რესტორნებს, პადელის მოედანს, ბიჩ-ქლაბსა და რეკრეაციულ სივრცეებს.

ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც შემოგვიერთდებიან გუნდში, რათა ერთად უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტის მომსახურება ჩვენი სტუმრებისთვის.

"Buknari Hotel" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

პოზიცია: შეფ-მზარეული
ხელფასი: 7000 ლარი (ხელზე ასაღები)
მდებარეობა: ბუკნარი
სამუშაო გრაფიკი: 5/2

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კულინარიული კონცეფციის, მენიუს სტრატეგიისა და სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
** სამზარეულოს ოპერაციების სრული მართვა და რამდენიმე გუნდის კოორდინაცია;
** ბიუჯეტის, ხარჯთაღრიცხვისა და დანაკარგების კონტროლი ფინანსური ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა ხარისხის ზედამხედველობა;
** კერძების ხარისხის, გემოს, პრეზენტაციისა და ბრენდთან შესაბამისობის მუდმივი კონტროლი;
** ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დანერგვა და მონიტორინგი;
** სამზარეულოს გუნდის პოზიციები მართვა, ტრენინგი, განვითარება და პერიოდული შეფასება;
** ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების შექმნა და განხორციელება და მათი ეფექტიანობის მონიტორინგი;
** ახალი ტექნოლოგიებისა და სამზარეულოს პროცესების ინოვაციური დანერგვა, პროცესების ოპტიმიზაცია;
** სტუმრების კმაყოფილების და ხარისხის მონიტორინგი ჰოსპიტალიტეტის მაღალი სტანდარტების დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Executive Chef ან Head Chef პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** დიდი სამზარეულოს ან HoReCa ოპერაციების მართვის გამოცდილება;
** მენიუს სტრატეგიის, კულინარიული კონცეფციისა და ბრენდირებული სტანდარტების შექმნის უნარი;
** საკვების უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო/ლოკალური სტანდარტების ცოდნა;
** თანამშრომელთა მართვისა და გუნდის განვითარებისა გამოცდილება, მათ შორის ტრენინგებისა და შეფასებების ჩატარება;
** ინოვაციური მიდგომა სამზარეულოს პროცესების ოპტიმიზაციისა და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** კომუნიკაციის მაღალი უნარები;
** სტრატეგიული აზროვნება და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი
ხელფასი: 6000 ლარი (ხელზე ასაღები)
მდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი მომხმარებლების მოძიება და გაყიდვების პროცესის სრულად მართვა;
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა;
** მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და პერიოდული რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** MS Office პროგრამების ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

პოზიცია: შესყიდვების მენეჯერი
ხელფასი: 3500 ლარი (ხელზე ასაღები)
მდებარეობა: ბუკნარი
სამუშაო გრაფიკი: 5/2

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შესყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და ოპტიმიზაცია;
** ბაზრის ანალიზი და მომწოდებელთა მონაცემების კვლევა შესყიდვების პროცესის გასაუმჯობესებლად;
** პროდუქტის შეძენის სრული პროცესის მართვა და მონიტორინგი (შეკვეთები, კონტრაქტები, მიღება, ინვენტარიზაცია);
** დოკუმენტაციის დამუშავება და რეგულარული რეპორტინგი;
** შესყიდვების პროგრამის დანერგვა, მართვა და პროცედურების სტანდარტიზაცია;
** მომწოდებლებთან კოორდინაცია ფასების, მიწოდების, ლოგისტიკის და სპეციალური აქციების შესახებ;
** ახალი მომწოდებლების მოძიება, შეფასება და კონტრაქტების წარმოება;
** მარაგების ბრუნვის, ინვენტარისა და ხარისხის მონიტორინგი და კონტროლი;
** შესყიდვების ბიუჯეტის მომზადება, განაწილება და კონტროლი;
** სტრატეგიული შეძენების გადაწყვეტილებების მიღება პრემიუმ და სეზონურ პროდუქტებზე;
** მიწოდების გრაფიკების, ტრანსპორტირების და ინვენტარის მოძრაობის კონტროლი;
** სამზარეულოს პროდუქტების ტენდერების ორგანიზება; მჭიდრო თანამშრომლობა ფინანსურ დეპარტამენტთან, სამზარეულოს და F&B გუნდებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხარისხი, დროული მიწოდება და ბიუჯეტის დაცვა;
** მოვალეობების განაწილება, სამუშაოს მონიტორინგი და შესრულების შეფასება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** შესყიდვების პროცესების, კონტრაქტების, ინვენტარის მართვის და პროცედურების ოპტიმიზაციის გამოცდილება;
** ბაზრის ანალიზის, მომწოდებელთა მონიტორინგის და შესყიდვების სტრატეგიული დაგეგმვის უნარი;
** ბიუჯეტის მართვის, ფინანსური რეპორტინგის და დანახარჯების კონტროლი;
** ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკების და გუნდური მუშაობის უნარები;
** კონტრაქტების შეფასება და მომწოდებელთა შესრულების შეფასების უნარი ხარისხის სტანდარტების დაცვით;
** MS Office-ის პროგრამების, ERP ან სხვა შესყიდვების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი და სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ ფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

პოზიცია: ტექნიკური მენეჯერი
ხელფასი: 3500 ლარი (ხელზე ასაღები)
მდებარეობა: ბუკნარი
სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00-19:00)

ძირითადი მოვალეობები:

** ⁠ტექნიკური გუნდის ზედამხედველობა და სამუშაოების კოორდინაცია;
** ⁠დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების კონტროლი;
** ⁠ინვენტარის შეძენა, აღრიცხვა, განახლება და პროფილაქტიკური შემოწმება;
** ⁠ტექნიკური ხარვეზებზე ოპერატიული რეაგირება და პრობლემების დროული აღმოფხვრა;
** ⁠სამუშაო გრაფიკის შედგენა და დავალებების ეფექტურად განაწილება;
** კონტრაქტორებთან თანამშრომლობა და შესრულებული სამუშაოების მიღება/კონტროლი;
** ⁠ტექნიკური სტანდარტებისა და უსაფრთხოების დაცვის მეთვალყურეობა;
** ⁠გუნდის ტრენინგებისა ორგანიზება და თანამშრომელთა პერიოდული შეფასებების განხორციელება;
** გეგმიური და საგანგებო ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა და აღრიცხვა;
** ყოველთვიური ტექნიკური და საოპერაციო რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია საინჟინრო ან სხვა ტექნიკური პროფილის უმაღლესი განათლება;
** ტექნიკურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკური გუნდის მართვის გამოცდილება (ჰოსპიტალითი სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების და რეპორტინგის გამოცდილება;
** ⁠ძლიერი ორგანიზაციული და ლიდერული უნარები;
** ⁠პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური სტანდარტების პრაქტიკული ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

პოზიცია: HR მენეჯერი
ხელფასი: გამოცდილების მიხედვით
მდებარეობა: ბუკნარი
სამუშაო გრაფიკი: 5/2

ძირითადი მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სრული ოპერაციული მართვა და კოორდინაცია;
** თანამშრომლების რეკრუტინგის, შერჩევისა და დასაქმების პროცესების ორგანიზება/მართვა;
** HR ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება, განახლება და კონტროლი (შრომითი ხელშეკრულებები, პირადი საქმეები, მონაცემთა ბაზები და ა.შ.);
** თანამშრომელთა დასწრების, სამუშაო საათებისა და სახელფასო პროცესების მართვა და ზედამხედველობა;
** შრომის კანონმდებლობის, შიდა რეგლამენტების და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** თანამშრომელთა ტრენინგების, საორიენტაციო პროგრამებისა და მოტივაციური აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;
** თანამშრომელთა ბენეფიტების, დაზღვევისა და კორპორატიული ნომრების მართვა;
** დეპარტამენტებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა და მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** საკონსულტაციო HR კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობა, პროცესების კოორდინაცია და რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვა;
** HR პროცესების გაუმჯობესება, სტანდარტიზაცია და ანგარიშგება მენეჯმენტისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3/5 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კანონმდებლობისა ცოდნა;
** რეკრუტინგის, HR ადმინისტრაციისა და თანამშრომელთა მართვის პროცესების პრაქტიკული გამოცდილება;
** HR პროგრამულ უზრუნველყოფასთან (HR SOFT) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** გუნდის მართვისა და სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კოორდინაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტი და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

პოზიცია: IT მენეჯერი
ხელფასი: 3500 ლარი (ხელზე ასაღები)
მდებარეობა: ბუკნარი
სამუშაო გრაფიკი: 5/2

ძირითადი მოვალეობები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის სრული ოპერაციული მართვა და კოორდინაცია;
** კომპანიის IT სისტემების, ქსელებისა და აპარატურის უწყვეტი, გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროგრამული და ელექტრონული სისტემების მონიტორინგი, აუდიტი და გაუმჯობესება/ოპტიმიზაცია;
** ტექნიკური ხარვეზების ოპერატიული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** თანამშრომლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა (Help Desk);
** ინფორმაციული უსაფრთხოების, მონაცემთა დაცვისა და ქსელური უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლი;
** ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე IT ინოვაციების დაგეგმვა და დანერგვა ბიზნეს პროცესების ეფექტიანობის გასაზრდელად;
** IT შესყიდვების დაგეგმვა, მოთხოვნების მომზადება და პროცესის მართვა/კონტროლი;
** IT დოკუმენტაციის შექმნა და განახლება, დეპარტამენტის პროცესების სტანდარტიზაცია;
** ტექნიკური პოლიტიკების და SOP-ების შემუშავება ახალი სისტემებისა და პროცესების მხარდაჭერისთვის;
** თანამშრომელთა ტრენინგებისა და ცოდნის გაზიარების ორგანიზება IT სტანდარტებისა და სისტემების გამოყენების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერის ან უფროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3/5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქსელური ინფრასტრუქტურის, IT სისტემებისა და ტექნიკური მხარდაჭერის პროცესების ცოდნა;
** ქსელური პრობლემების დიაგნოსტიკისა და გადაწყვეტის პრაქტიკული გამოცდილება;
** ინფორმაციული უსაფრთხოების საბაზისო პრინციპების ცოდნა;
** IT მომწოდებლებთან და შესყიდვების პროცესებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

პოზიცია: F&B ზედამხედველი
ხელფასი: 2000 ლარი (ხელზე ასაღები)
მდებარეობა: ბუკნარი
სამუშაო გრაფიკი: 5/2

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისის ყოველდღიური პროცესების ზედამხედველობა სასმელებისა და კვების დეპარტამენტში;
** თანამშრომლების მუშაობის კონტროლი და მომსახურების სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებლობა;
** თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკის შედგენა, გუნდის მართვა და კოორდინაცია;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა სტუმრებისთვის და უკუკავშირის მართვა;
** ინვენტარის, მარაგებისა და დანაკარგების კონტროლი;
** გაყიდვების პროცესის მხარდაჭერა;
** რესტორნის სივრცის მზადყოფნის კონტროლი სტუმრების მისაღებად;
** ჯავშნების, შეკვეთებისა და გადახდების პროცესების კონტროლი სისტემაში;
** ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამის დეპარტამენტთან კომუნიკაცია;
** მჭიდრო თანამშრომლობა სერვის მენეჯერთან და სხვა დეპარტამენტებთან;
** მომსახურების სტანდარტების პერიოდული განახლება მენეჯმენტთან შეთანხმებით და თანამშრომლების ტრენინგი;
** ბიუჯეტის კონტროლი და ყოველდღიური შემოსავლების მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სუპერვაიზერის ან უფროსი მიმტანის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1/2 წლიანი გამოცდილება;
** HoReCa სექტორში მომსახურების სტანდარტების ღრმა ცოდნა;
** გუნდის მართვისა და თანამშრომელთა მოტივაციის უნარი;
** სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებით;
** სალარო/სერვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

პოზიცია: დასუფთავების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ხელფასი: 4000 ლარი (ხელზე ასაღები)
მდებარეობა: ბუკნარი
სამუშაო გრაფიკი: 5/2

ძირითადი მოვალეობები:

** დასუფთავების გუნდის მართვა და კოორდინაცია;
** სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** სისუფთავისა და მომსახურების ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** ჰიგიენის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზაციული და ლიდერული უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

პოზიცია: უსაფრთხოების თანამშრომელი
ხელფასი: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
მდებარეობა: ბუკნარი
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა - 4 დღე (დღის და ღამის ცვლების მონაცვლეობით)

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის პატრულირება და უსაფრთხოების დარღვევების გამოვლენა;
** ინციდენტების დროული დაფიქსირება და მოხსენებების მომზადება;
** თანამშრომლებისა და ვიზიტორების შემოსვლა/გასვლის კონტროლი;
** ვიდეო კამერების მონიტორინგი და შესაძლო რისკების იდენტიფიცირება/შეტყობინება;
** საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება;
** არასასურველი პირების იდენტიფიცირება და ობიექტიდან წესების შესაბამისად გაცილება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და სანდოობა;
** სწრაფი რეაგირება და დეტალებზე ყურადღება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ზომების ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

პოზიცია: მძღოლი
ხელფასი: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
მდებარეობა: ბუკნარი
სამუშაო გრაფიკი: 5/2

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომობილის ტექნიკური გამართულობის, სისუფთავისა და რუტინული შემოწმების უზრუნველყოფა;
** ავტომობილის ნებისმიერი გაუმართაობის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** დავალების შესრულებამდე ამინდის პროგნოზისა და დაგეგმილი მარშრუტის გზის დატვირთულობის შესახებ ინფორმაციის ქონა;
** ყოველდღიური მგზავრობის ანგარიში/რეპორტის წარმოება;
** მარშრუტების ოპტიმიზაცია გრაფიკის მიხედვით, წინასწარ დაგეგმილი ლოგისტიკა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა შესაბამისი კატეგორიის (B კატეგორია)
** სამუშაო გამოცდილება მძღოლის პოზიციაზე;
** მგზავრთა უსაფრთხოების წესების, საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების წესების პრაქტიკული ცოდნა და დაცვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** სტუმრებზე ორიენტირებული მიდგომა ტრანსპორტირების დროს და საჭიროების შემთხვევაში ეფექტური კომუნიკაცია;
** ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა;

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hr@buknarihotel.com

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ⁠ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია