|
დასახელება:
მარკეტინგის/სოციალური მედიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჯი ეს სი
|
|
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 26 იანვარი
|
შპს "ჯი ეს სი" 30 წელია, საქმიანობს უსაფრთხოების სისტემების სფეროში, ის მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სეგმენტზე ორიენტირებულ მრავალფეროვან პროდუქციას და სერვისს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის/სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი;
** სოც-მედიის კონტენტის მუდმივი განახლება/მართვა;
** შიდა ბრენდინგის მიმართულებით ახალი ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;
** მის მიერ შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა/განხორციელება კომპანიის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად;
** მომხმარებლის კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა, ჩატარება, მონიტორინგი და ანალიზი;
** შესაბამისი მარკეტინგული არხების განვითარება;
** სარეკლამო სააგენტოებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოება;
** ბაზრის კვლევა, პოტენციალის, ტენდენციებისა და მოცულობის განსაზღვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office);
** ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Ekamaisuradze@gsc.ge.
|
|
|
|