Робота для біженців з України
შესყიდვებისა და გადაზიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვებისა და გადაზიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: იამუნა ჯორჯია
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / ბოლო ვადა: 26 იანვარი
შპს "იამუნა ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და გადაზიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

გამოცდილება და კომპეტენციები:

** გამოცდილება შესყიდვების, ლოჯისტიკის, მომარაგების, სასაწყობო აღრიცხვის ან საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სფეროში;
** სასურველია საბაჟო და/ან საექსპორტო პროცედურებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) კარგად ცოდნა;
** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი.

ფუნქციური მოვალეობები:

შესყიდვები და წარმოების უზრუნველყოფა:

** ნედლეულის, შესაფუთი მასალების და სხვა საჭირო პროდუქციის კონტროლი, დაგეგმვა და შესყიდვა საწარმოს უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
** ნედლეულის ფასების მუდმივი მონიტორინგი, ბაზრის ანალიზი და შესყიდვების პროგნოზირება;
** ნედლეულის შერჩევა წარმოების მოთხოვნებისა და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად;
** შესყიდვების ორგანიზება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ.

გადაზიდვები და ლოჯისტიკა:

** მზა პროდუქციის გადაზიდვების ორგანიზება მომხმარებლებისთვის;
** თანმხლები დოკუმენტაციის გაფორმება (ზედნადებები, სატრანსპორტო დოკუმენტები);
** შიდა და საექსპორტო მიწოდებების ლოჯისტიკის კოორდინაცია;
** საექსპორტო გადაზიდვების დამუშავება და ორგანიზება;
** საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება.

აღრიცხვა და დაგეგმვა:

** სასაწყობო ნაშთების აღრიცხვა;
** საქონლის მოძრაობის კონტროლი საწყობში;
** გაყიდვების, შესყიდვებისა და წარმოების საჭიროებების პროგნოზირება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობა და დეტალებისადმი ყურადღება;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და ვადების დაცვის უნარი;
** ინიციატივიანობა და ანალიტიკური აზროვნება;
** პოზიტიური კომუნიკაციის უნარი და პარტნიორებთან/კონტრაქტორებთან მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00-17:00;
** სამუშაო ადგილი: გარდაბანი;
** ანაზღაურება: კონკურენტული (შეთანხმებით, გასაუბრების შედეგების მიხედვით).

კომპანია უზრუნველყოფს:

** საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ულიმიტო სასაუბრო დროს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge.

წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: "შესყიდვებისა და გადაზიდვების მენეჯერი" — წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კავშირზე გამოვალთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "იამუნა ჯორჯია" გმადლობთ ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია შპს "იამუნა ჯორჯია" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია შეაგროვებს, დაამუშავებს და ვაკანსიის შევსებამდე შეინახავს თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე მოწვევისა და/ან დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე