Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=690992&print=yes&view=jobs
 
საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი - რუსთავი, მანგლისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი
მომწოდებელი: მანგლისის ბუნების ცენტრი
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
მანგლისის ბუნების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სათავგადასავლო, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო კვირა
სამუშაო საათები: 10.00-19.00, უშუალო დაქვემდებარებაშია ცენტრის დირექტორთან
ანაზღაურება: სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით 1000-1600 ლარი

პასუხისმგებლობის სფერო:

** სათავგადასავლო და შემეცნებითი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება
** საველე/სამთო (სპორტული ლაშქრობა, საველე ბანაკი, სასიმაღლო ასვლები სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით) ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
** შემეცნებითი ღონისძიებების დაგეგმვა თოკებზე მუშაობის თავისებურებების გათვალისწინებით (თოკებით მოძრაობების, ჩაბმების, კვანძების გამოყენებით -სასურველია).
** პირველადი სამედიცინო დახმარების შემეცნებითი ღონისძიების დაგეგმვა.
** საქართველოში არსებულ საფრთხეებზე შემეცნებით/საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება (ცხოველები, ქვეწარმავლები, მწერები, ალერგიული მცენარეები და სხვა)
** რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის საბავშვო და ახალგაზრდული პროგრამების თანამშრომლებთან ერთად პროგრამული პრიორიტეტების დაგეგმვა და განხორციელება.
** ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის მზრუნველი და უსაფრთხო გარემოს შექმნა
** სკოლებთან, უნივერსიტეტებთან და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კომუნიკაცია, სამიზნე ჯგუფების მობილიზება და ინფორმირება.
** ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში საორგანიზაციო და ლოჯისტიკური საქმეების წარმოება;
** საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამებში მონაწილეობა ცენტრის ცნობადობის გაზრდის და თვითგანვითარების მიზნით.

სამუშაო ადგილი: ქალაქი რუსთავი ან/და დაბა მანგლისი

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს და გააჩნდეთ შემდეგი კვალიფიკაცია:

** ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (მათ შორის მოხალისედ მუშაობის პერიოდი) ოფისში და ოფისის გარეთ.
** პირველადი სამედიცინო დახმარების, სამთო აღჭურვილობის (სასურველია), მთის მდინარეების, ტყის რელიეფის, და ფაუნის ცოდნა
** ტაქტიკური/ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა (კავშირი, კომპასი, ტოპოგრაფია)
** კარგი ორგანიზაციული, დროის მართვის და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები.
** კარგი კომუნიკაციის, კონფლიქტების გადაწყვეტის, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ტრეინინგ პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება
** სასურველია ახალგაზრდულ პროექტებში და ტრეინინგ პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.
** სასურველია მართვის მოწმობის ქონა.

გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე:
info@scoutcentrerustavi.com 2025 წლის 15 იანვრის ჩათვლით. "Subject" ველში მიუთითეთ
"სათავგადასავლო, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი"

შერჩევის პროცესი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევას და გასაუბრებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია