|
დასახელება:
კვალიფიცირებული პირი - ფარმაცევტული პროდუქ. მეორადი შეფუთვა
|
| მომწოდებელი:
CIS FARMA
|
|
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 26 იანვარი
|
"CIS FARMA" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: კვალიფიცირებული პირის - ფარმაცევტული პროდუქციის მეორადი შეფუთვა თანამდებობაზე.
დეპარტამენტი: წარმოება/ხარისხის უზრუნველყოფა
მდებარეობა: თბილისის თავისუფალი ზონა - შპს "სიაიეს ფარმა" (IRS Holding)
მისამართი: ო. ხიზანიშვილის 264
სამუშაოს აღწერა: ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ კვალიფიცირებულ პირს (QP), რომელიც ფარმაცევტულ პროდუქტის მეორადი შეფუთვის პროცესებს გაუწევს ზედამხედველობას. კანდიდატი უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხს, უსაფრთხოებას და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისობას.
ძირითადი პასუხისმგებლობები
** მეორადი შეფუთვის პროცესების მონიტორინგი EU GMP მოთხოვნების შესაბამისად;
** მზა პროდუქციის გამოშვების კონტროლი;
** წარმოებაში არსებული პროცესების მონიტორინგი;
** სტამბასთან კომუნიკაცია და შეკვეთის დაორგანიზება; (მეორადი გადასაფუთი მასალების შეკვეთის მიზნით);
** დამხმარე მასალების შემომავალი კონტროლი;
** შეუსაბამობების მართვის პროცესში მონაწილეობა;
** რისკების იდენტიფიცირება და შემცირება მეორადი შეფუთვის პროცესებში;
** მონაწილეობა აუდიტებსა და ინსპექციებში;
** გადაწყვეტილება პროდუქციის წუნდებულად აღიარებაზე, უკან გამოთხოვასა და უკან დაბრუნებაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი ფარმაციაში, ქიმიაში ან ბიოლოგიაში;
** კარგი საწარმოო პრაქტიკა - GMP - შემსწავლელი კურსი;
** მინიმუმ 3-5-წლიანი გამოცდილება ფარმაცევტულ წარმოებაში, მათ შორის მეორადი შეფუთვის პროცესებში.
დამატებითი მოთხოვნები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კარგი კომუნიკაცია და ლიდერობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: office@cisfarma.ge
|
|
|
|