|
დასახელება:
აქტიური გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Beton Service
|
|
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
კომპანია "Beton Service" აცხადებს ვაკანსიას აქტიური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ყველა მოცემული მოვალეობა.
კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://betonservice.ge/
ფუნქცია-მოვალეობები:
** მოცემული მანქანით (ფურგონით) პოტენციურ ობიექტებზე მისვლით კლიენტთა მოძიება, მათთან კომუნიკაცია.
** წინასწარ მოწოდებული მარშრუტით დღეში მინიმუმ 100 კილომეტრიანი გზის გავლა, პოტენციურ კლიენტთან კომუნიკაცია და მათთვის მასალათა და სერვისის შესახებ ცნობა, შეთავაზება.
** აუცილებელი მოთხოვნაა რომ მარშრუტი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ხელმძღვანელთან შეთანხმებული და მისვლა ხორციელდებოდეს მხოლოდ მოლაპარაკებულ ლოკაციაზე, მარშრუტი კონტროლდება GPS-ით.
** საჭიროების შემთხვევაში ოფისიდან მუშაობა.
** პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება.
** კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის და სერვისების მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა.
** დღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა: B კატეგორია
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ასევე უცხო ენის ცოდნა იქნება პრიორიტეტული
უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დახვეწილი კომუნიკაცია და პრეზენტაბელურობა
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 514 50 10 50 ან გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: info@betonservice.ge
|
|
|
|