Робота для біженців з України
ემბრიოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ემბრიოლოგი
მომწოდებელი: ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 იანვარი
"ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ემბრიოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** ემბრიოლოგიური ლაბორატორიის საქმიანობის განხორციელება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,
** IVF/ICSI პროცედურების შესრულება,
** ემბრიონების კულტივაცია, შეფასება, კრიოკონსერვაცია და დევიტრიფიკაცია,
** ბიოლოგიური მასალის მიღება, დამუშავება და კონტროლი,
** ლაბორატორიული დოკუმენტაციის წარმოება
** ხარისხის მართვის სისტემის (ISO / ESHRE რეკომენდაციები) დაცვა,
** გუნდთან და ექიმებთან ეფექტური თანამშრომლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიოლოგიის, ბიომედიცინის, მედიცინის ან მომიჯნავე სფეროში
** ემბრიოლოგად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება,
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა,
** პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის დაცვა,
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)

ვთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას,
** თანამედროვე, სრულად აღჭურვილ ლაბორატორიაში მუშაობას,
** კონკურენტულ ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით),
** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@ivfggrc.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე