|
დასახელება:
პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი
|
| მომწოდებელი:
გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 17 თებერვალი
|
"გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს 2025 წლის 26 დეკემბრიდან პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე, სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის სკოლებში საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამის განხორციელებისათვის შემდეგი მიმართულებებით:
საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა
1. საჯარო მმართველობა
პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
1. პოლიტიკური ფილოსოფია
ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
სამართლის სკოლა:
1. ადმინისტრაციული სამართალი
პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
2. რომის სამართალი, სამართლის ისტორია და ფილოსოფია
პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
3. სამართლის ფილოსოფია
ასისტენტ-პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
4. კერძო სამართალი
პროფესორი - სამი საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
5. სისხლის სამართალი
ასოცირებული პროფესორი-ორი საშტატო ერთეული
ბიზნესისა და მართვის სკოლა:
1. ფინანსები:
ასისტენტ-პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული
2. მენეჯმენტი:
ასოცირებული პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
3. ინფორმაციული ტექნოლოგიები:
პროფესორი - ხუთი საშტატო ერთეული;
ასოცირებული პროფესორი - ხუთი საშტატო ერთეული;
ასისტენტ პროფესორი - სამი საშტატო ერთეული;
ასისტენტი - ორი საშტატო ერთეული;
4. კომპიუტერული მეცნიერებები:
პროფესორი - ექვსი საშტატო ერთეული;
ასოცირებული პროფესორი - ექვსი საშტატო ერთეული;
ასისტენტ პროფესორი - სამი საშტატო ერთეული;
ასისტენტი - ორი საშტატო ერთეული;
5. ხელოვნური ინტელექტი:
პროფესორი - ხუთი საშტატო ერთეული;
ასოცირებული პროფესორი - ხუთი საშტატო ერთეული;
ასისტენტ პროფესორი - სამი საშტატო ერთეული;
ასისტენტი - ორი საშტატო ერთეული;
ციფრული მარკეტინგის ქართულ და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები:
6.ციფრული მარკეტინგი
პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული;
ასოცირებული პროფესორი - ორი საშტატო ერთეული;
ასისტენტ-პროფესორი - სამი საშტატო ერთეული
7. გრაფიკული დიზაინი
ასისტენტ-პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
8.მონაცემთა ანალიზი
ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული;
ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
9.მარკეტინგის სტრატეგია
ასოცირებული პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული;
10. მომხმარებლის ქცევა
ასოცირებული პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
11. ბრენდინგი
ასისტენტ-პროფესორი-ორი საშტატო ერთეული;
12. ელექტრონული კომერცია
ასისტენტ-პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული
1. პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებით,
2. ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 5 (ხუთი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით,
3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით,
4. ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტი 3 (სამი) წლის ვადით.
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ღია კონკურსის წესით შესაძლებელია, ასევე პროფესიული ნიშნით.
პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები : პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/ სფეროში წამყვან პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ, 6 წლის, ხოლო ასოცირებულ პროფესორად-პროფესიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ, 5 წლის გამოცდილება. ორივე შემთხვევაში მათი კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და მისი კვალიფიკაცია დასტურდება სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
შესარჩევი კონკურსი წარიმართება წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზისა და, საჭიროების შემთხვევაში (ზოგიერთი ასპექტის დაზუსტების მიზნით), გასაუბრების, საჯარო ლექციის ჩატარების საფუძველზე.
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის კონკურსი, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს/ინდიკატორებს:
** სამეცნიერო აკადემიური ხარისხი;
** სამუშაო გამოცდილება (მუშაობის სტაჟი);
** დოქტორანტის ხელმძღვანელობა/რეცენზენტობა;
** ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
** დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია (პროგრამის ხელმძღვანელობა, მიმართულების ხელმძღვანელობა, სასწავლო დისციპლინის ხელმძღვანელობა, სტუდენტთა სამეცნიერო გაერთიანების ხელმძღვანელობა/ინდივიდუალური სამეცნიერო ხელმძღვანელობა (მათ შორის საბაკალავრო საფეხურზე სამეცნიერო მოხსენების მოსამზადებლად); აკადემიური საბჭოს წევრობა, სადისერტაციო საბჭოს/კომისიის წევრობა და სხვ.);
** პროფესიული განვითარება (ტრენინგები, სემინარები...);
** საგრანტო კვლევითი პროექტი
** მონოგრაფია/სახელმძღვანელო/სამეცნიერო სტატია (ადგილობრივ ან/და საერთაშორისო გამოცემებში);
** ციტირების ინდექსი
** საერთაშორისო ან/და ადგილობრივ აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
** საერთაშორისო ან/და ადგილობრივი აკადემიური/სამეცნიერო ორგანიზაციის წევრობა;
** სახელისუფლებო/არასამთავრობო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა
კონკურსანტთა მონაცემების განხილვის დროს, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც განაცხადებენ თანხმობას, უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ.
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე;
დ) ავტობიოგრაფია - CV (ელექტრონული ვერსია), CV -ში შეტანილი ინფორმაციის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დანართით;
ე) ორი ფოტოსურათი;
ვ) განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია გრანტის გამცემის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
კ) სამსახურებრივი (პროფესიული) გამოცდილების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა და სხვა)
ლ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურენოვანი პროგრამისთვის), რომელიც წარმოაჩენს ენობრივი კომპეტენციის საკმარის დონეს სალექციო კურსის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად.
მ) ცნობა ნასამართლობის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით
ნ) საჯარო მოსამსახურემ უნდა წარმოადგინოს "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობა
დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2026 წლის 10 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით
შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 9 მარტს უნივერსიტეტის ვებგვერდზე https://www.gruni.edu.ge/
შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს უნივერსიტეტის აკადემიურ კომიტეტში ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი გამოქვეყნებიდან ხუთი დღის ფარგლებში.
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსის მართვის სამსახურში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 18 საათამდე.
შესაძლებელია დოკუმენტაციის ელექტრონულად გადაგზავნა:
თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი; ირინა ენუქიძის 3;
საკონტაქტო ტელეფონი: 2 38 44 06/118;
ელ ფოსტა: info@gruni.edu.ge; nana.kubaneishvili@gruni.edu.ge
საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადების, ავტობიოგრაფიის (CV) ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე https://www.gruni.edu.ge/
|
|
|
|