Робота для біженців з України
სასაქონლო მარაგების აღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასაქონლო მარაგების აღმრიცხველი
მომწოდებელი: გ.ბ. კონსალტინგი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 იანვარი
შპს "გ.ბ. კონსალტინგი" აცხადებს ვაკანსიას სასაქონლო მარაგების აღმრიცხველის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: (თბილისის შემოვლითი გზის 35-ე კმ_გეზი თბილისის მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 დღე (10:00-18:00) ან ყოველ მეორე სამუშაო დღეს.
ანაზღაურება: 1500-1600 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოში შესრულებული სამუშაოების, მათ შორის მზა პროდუქციისა და ნახევარფაბრიკატების დამზადების აქტების წარმოება.
** საწყობში არსებული მარაგების პერიოდული შემოწმება და შედარება ბუღალტრულ ნაშთებთან.
** ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა-კონტროლი.
** სასაქონლო მარაგების ნაშთების რეპორტების მომზადება პროგრამა Excel-ში.
** შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები;
** ბუღალტერიის მიერ მოთხოვნილი საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება რომელიმე საწარმოში.
** საოფისე პროგრამა Excel-ის ცოდნა;
** შესაბამისი განათლება აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად ;
** სასურველია წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საკუთარი ავტომობილის ფლობა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კარგი კომუნიკაციური უნარები.
** კომპეტენტურობა
** მოწესრიგებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: Gabisoniagiorgi@gmail.com

საკონტაქტო ნომერი 598 113521, გიორგი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე