|
დასახელება:
სასტუმროს მიმღები - ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
Gudauri Lodge
|
|
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მიმღები - ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: გუდაური
ანგარიშვალდებულება: მიღება-განთავსების მენეჯერი
ანაზღაურება: 1, 300 ლარი (4 სამუშაო დღე, 4 დასვენების დღე, 12 საათიანი გრაფკი)
დამატებითი ბენეფიტები:
** კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით, საცხოვრებელი ადგილით გუდაურში და ჯანმრთელობის დაზღვევით.
ფუნქცია-მოვალეობები
** სტუმრების მიღება-განთავსების ორგანიზება
** სასტუმროს პროგრამაში მუშაობა (OPERA PMS)
** ყოველ დილით სტუმრების ჩამოსვლის სიის და სპეციალური შენიშვნების გადახედვა
** ყოველდღიური რეპორტების წარმოება, ღამის აუდიტის ჩატარება
** ანგარიშსწორების და სტუმრის დოკუმენტაციის წარმოება, სტუმრის მონაცემების შემოწმება
** სტუმრების რეგისტრაცია და სასტუმროს სერვისების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება (სპა, რესტორანი და ა.შ)
** შემოსულ ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხი
** სტუმრების სურვილის შემთხვევაში ტრანსპორტირების დაორგანიზება
** ნომრების გასაღებების მოწესრიგება
** ჯავშნების აღრიცხვა და მონიტორინგი
** სტუმრების კითხვებზე და თხოვნებზე პასუხის გაცემა
** სტუმრების საჩივრების მოგვარება ან შესაბამისი დეპარტამენთისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
** დასუფთავების დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება სტუმრების გასვლა-შემოსვლის შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
** სასურველია სასტუმროს ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge 2026 წლის 25 იანვრამდე წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
|
|
|
|