|
დასახელება:
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
CLC
|
|
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
კომპანია: "CLC Elevator" წარმოადგენს ლიფტების იმპორტის, მონტაჟის და სერვისის მიმართულებით ლიდერ კომპანიას საქართველოში. "სი ელ სი" 2022-2025 წლებში დაჯილდოვებულია როგორც დარგის ლიდერი კომპანია და 2023 წელს მინიჭებული აქვს ოქროს ბრენდის სტატუსი. განხორციელებული 3500-ზე მეტი პროექტის საფუძველზე CLC ზრდის როგორც საკუთარ გუნდს, ისე თავის საქმიანობას და ახორციელებს კავკასიის რეგიონში პირველი ლიფტების ქარხნის მშენებლობას საქართველოში!
ინოვაცია, გამოცდილება და ამბიცია - 2018 წლიდან დღემდე!
კომპანია "სი ელ სი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის აღწერა:
ანგარიშვალდებულია: გაყიდვების ხელმძღვანელთან
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 მდე
სახელფასო ანაზღაურება: 2500 ₾ და ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სატელეფონო გაყიდვების განხორციელება — პოტენციურ კლიენტებთან პირველი კონტაქტის დამყარება, ინტერესის გაღვივება და კომპანიის პროდუქტის/სერვისის შეთავაზება;
** პოტენციური კლიენტების ბაზის მოძიება, გაფართოება და მუდმივი განახლება სხვადასხვა არხის გამოყენებით (სოციალური ქსელები, რეკომენდაციები, ბაზრის მონიტორინგი და სხვ.);
** შეხვედრების ორგანიზება დაინტერესებულ კლიენტებთან — პრეზენტაციის ჩატარება, საჭიროებების იდენტიფიცირება და შეთავაზების მომზადება;
** პირისპირ გაყიდვების განხორციელება — მოლაპარაკებების წაყვანა, ფასის შეთანხმება და ხელშეკრულებების გაფორმების მხარდაჭერა;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი — გაყიდვების ტენდენციების დაკვირვება და შესაძლებლობების გამოვლენა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და ყოველდღიური აქტივობების ანგარიშგება ხელმძღვანელთან;
** მომხმარებლის უკუკავშირის მიღება და მომსახურების გაუმჯობესების პროცესში ჩართულობა;
** გუნდის მიზნებში აქტიური მონაწილეობა და თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვებში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა ქართულის ენის გამართულად ცოდნა;
** MS office -ის კარგად ცოდნა;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - არა სავალდებულო;
** გამოცდილება მონათესავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
CLC Elevator გთავაზობთ:
** მრავლისმომცველ ტრენინგს ლიფტების სფეროს სპეციფიკის შესახებ;
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და გამჭვირვალე საბონუსე სისტემას;
** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ საწვავის ხარჯს სამსახურებრივ მარშრუტებზე;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
საკონტაქტო ელფოსტა: hrclcelevator@gmail.com.
|
|
|
|