Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სფეის კარგო
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 იანვარი
კომპანია "სფეისკარგო" https://www.spacecargo.ge/Home აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სფეისკარგო უზრუნველყოფს საერთაშორისო საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ტვირთების გადაზიდვას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში (იმპორტი, ექსპორტი). გვაქვს როგორც საცალო, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებები.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან, მოქმედ ადგილობრივ კანონმდებლობასთან და ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, კონტროლი და ანალიტიკა;
** საბუღალტრო გატარებების წარმოება;
** ხელფასების, ბონუსების, აღრიცხვა
** ყოველთვიური/წლიური დეკლარაციების ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და წარდგენა შესაბამის სამსახურში.
** დებიტორების კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში, გადარიცხვების განხორციელება;
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ხელშეკრულებები, ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) - წარმოება და დაარქივება;
** დროული და ჯეროვანი ანგარიშსწორება მომწოდებლებთან, კომპანიის თანამშრომლებთან სახელფასო მიმართულებით და საგადასახადო ორგანოებთან;
** თვის/წლის დახურვის პროცესების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება პოზიციის გათვალისწინებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
** კომპიუტერული საოფისე და საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა

სასურველი უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის და გუნდის კოორდინირებულად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 30ა სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18.30 / შაბათი 11:00 - 15.00
თუკი გაქვთ მოტივაცია და თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გეძლევათ შესაძლებლობა, შემოუერთდეთ ჩვენს მეგობრულ გუნდს, რომელიც ორიენტირებულია განვითარებაზე!

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@spacecargo.ge გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე