|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
ერთ-ერთი წამყვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია, რომელიც 2014 წლიდან წარმატებით ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე - გაყიდვების მენეჯერს თბილისში მდებარე ოფისისთვის. კომპანია უზრუნველყოფს ავტომობილების შეძენასა და ტრანსპორტირებას აშშ-ის ძირითადი პორტებიდან, ასევე კანადიდან, ალიასკიდან და ჰავაიდან. ჩვენი კომპანია ლიცენზირებულია მსოფლიოს წამყვან აუქციონებზე, როგორიცაა: Copart, IAAI და Manheim - რაც გვაძლევს საშუალებას მომხმარებლებს შევთავაზოთ ხარისხიანი და სანდო ავტომობილები საუკეთესო ფასად.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 11:00 - 20:00
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი კლიენტების მოძიება, ბაზაში დამატება და განახლება
** კომპანიის სერვისების წარდგენა და გაყიდვა
** გაყიდვების მარკეტინგის აქტივობების მხარდაჭერა და მართვა
** მომხმარებლების კონსულტაცია ოფისში და ონლაინ
** ავტომობილების მოძიება მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებულად, საერთაშორისო აუქციონებზე
** მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება
** კლიენტის გადახდების მონიტორინგი
** პრობლემური სიტუაციების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა კომპანიის პოზიტიური იმიჯისა და ბრენდის გაძლიერება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** გაყიდვებში ან კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არ არის სავალდებულო)
** გამართული და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის და CRM სისტემის გამოყენების უნარები
** ავტომობილების სფეროს ცოდნა
** ქართული და ინგლისური ენის ფლობა
პიროვნული თვისებები:
** გამართული და დახვეწილი მეტყველება
** განვითარებული საორგანიზაციო შესაძლებლობები
** პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაჭრის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კეთილგანწყობა და პოზიტიური დამოკიდებულება
კომპანია იღებს პასუხისმგებლობას გამოუცდელი კანდიდატების გადამზადებასა და სწავლაზე.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენინგს და ადგილზე დაეუფლებიან ავტოიმპორტის პროცესს პროფესიონალურ დონეზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) მისამართზე: kh.jikhvadze24@gmail.com და გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე - "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ჩვენი კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობების ფარგლებში.
|
|
|
|