Робота для біженців з України
ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 იანვარი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში ტექნიკოსის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ოფისისა და სერვის ცენტრის კარების მუდმივი მონიტორინგი, რეგულირება, შეზეთვა;
** ფილიალის ტერიტორიაზე დროშების, ქვაფენილის, სანიაღვრე ჭებისა და საგზაო ნიშნების შემოწმება, წესრიგში მოყვანა;
** დაზიანებული სკამების აღდგენა;
** სარეკლამო ბანერების მონტაჟი და დემონტაჟი;
** საოფისე ავეჯის აწყობა, დაშლა და შემდგომ საწყობში გადატანა;
** გენერატორში საწვავის მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მისი შევსება;
** გათბობა-გაგრილების სისტემის გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა, ფილტრების და გარე ბლოკების გარეცხვა-გასუფთავება;
** სველ წერტილებში წყალმომარაგების სისტემის გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა, ტრაპების გასუფთავება, მოწესრიგება;
** განათების, ელექტროობის, ტრანსფორმატორის შემოწმება;
** ელ.კარადების დათვალიერება და მათი გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
** ოფისის, სერვისისა და ფილიალის გარე ტერიტორიაზე დაზიანებული სანათების აღდგენა და ნათურების შეცვლა;
** ჰაერის კომპრესორის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** სასურველია ელექტრო მოწყობილობების მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
** ტექნიკოსის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.

ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=2052
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე