|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
პრემიერ გრუპ
|
|
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
კომპანია შპს პრემიერ გრუპი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიის თბილისის ფილიალში.
მდებარეობა: თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა
ძირითადი მოთხოვნები:
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა (ადგილზე მოხდება შესწავლა)
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა და დისციპლინა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
პირობები:
გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი (დასვენება 1 დღე - კვირა)
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:30; შაბათს 10:00-18:00
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე vacancy@premiergroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი",
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|