|
დასახელება:
დამხმარე სამკერვალოში
|
| მომწოდებელი:
ფარდა და ქსოვილი
|
|
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
შპს "ფარდა და ქსოვილი" აცხადებს ვაკანსიას ფარდების მაღაზია-სამკერვალოში დამხმარის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა - 1
გამოსაცდელი ვადა: 1 (ერთი) თვე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამკერვალოში ან/და მაღაზიაში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** კერვის ცოდნა, (ფარდების შეკერვის სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზია/სამკერვალოში მოსული კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა.
** შეკვეთების ჩაწერა.
** აღებული შეკვეთების შესაბამისად ქსოვილების დაჭრა და მკერავისთვის მიწოდება.
** მარაგების გათვალისწინებით საწყობისთვის ქსოვილების შეკვეთა.
** საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის შეკერვა (ანაზღაურდება დამატებით)
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 11:00 დან 19:00 საათამდე
** ანაზღაურება: 1000 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) პლუს ბონუსი ყოველ გაყიდულ მეტრზე 0, 20 თეთრის ოდენობით. შეკერვის შემთხვევაში 1 მეტრზე დაემატება ანაზღაურება 2 ლარი.
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დადიანის 21
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ninochachua77@gmail.com
საკონტაქტო: 599749988
|
|
|
|