Робота для біженців з України
მცხობელი მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელი მზარეული
მომწოდებელი: ფრანგული კაფე
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
ფრანგული კაფე აცხადებს ვაკანსიას მცხობელი მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლეო კვაჭაძის ქ. N19 (ბრიტანული სკოლის გვერდით, ლისის ტბის მიმდებარედ)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული განაკვეთი (ანაზღაურდება დასვენების დღეები)
ანაზღაურება: 2600 ლარიდან (განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აჭარული, იმერული, პიცის ცომის ცოდნა მოზელვა/ფორმირება და გამოცხობა;
** აჭარული, ხაჭაპურის, ლობიანისა და პიცის გულსართის მომზადების ცოდნა;
** ცხობის პროცესის მონიტორინგი ტემპერატურის, დროისა და ხარისხის გათვალისწინებით;
** სამზარეულოში არსებული მარაგის შემოწმება და შესაძენი პროდუქტის სიის შედგენა, მენეჯერისათვის მიწოდება;
** პროდუქტის მიღება, ხარისხის შემოწმება და კონტროლი;
** კერძის მომზადებისას დადგენილი გრამაჟების განუხრელ დაცვა;
** სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები;
** პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარები;
** ორგანიზებულობა, დისციპლინა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: frenchcafe@frenchcafebakery.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვირეკეთ 555 63 84 60 ნომერზე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე