|
დასახელება:
იურიდიული და კორპორაციული მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საქაერონავიგაციის საპენსიო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
|
შპს "საქაერონავიგაციის საპენსიო კომპანია" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული და კორპორაციული მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: თბილისი, აეროპორტი, შპს "საქაერონავიგაციის" სათაო ოფისი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 29.12.2025 18:00 საათი;
კომპანიის შესახებ:
შპს "საქაერონავიგაციის" არასახელმწიფო საპენსიო სქემამ ფუნქციონირება დაიწყო 2017 წლიდან და წარმატებულად აგრძელებს დღემდე.
კერძო საპენსიო სისტემის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით 2023 წლის ივნისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ და ძალაში შევიდა საქართველოს კანონი ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ. ამასთან, 2025 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული არასახელმწიფო საპენსიო სქემების დამფუძნებლები ვალდებული არიან 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. შესაბამისად შპს "საქაერონავიგაციამ" დააფუძნა საპენსიო კომპანია, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან მოახდენს შპს "საქაერონავიგაციის" არასახელმწიფო საპენსიო სქემის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს საპენსიო სქემის მარეგულირებელი დოკუმენტების ახალ კანონთან სრულ შესაბამისობას.
ძირითადი მოვალეობები:
** იურიდიული და კორპორაციული მენეჯერი უზრუნველყოფს საპენსიო კომპანიის საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერას საქართველოს კანონმდებლობის, მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.
იგი უზრუნველყოფს პარტნიორთა კრების, სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის სხდომების სამართლებრივ მომზადებას, დღის წესრიგის ფორმირებას, გადაწყვეტილებების პროექტების შემუშავებას, ოქმების წარმოებასა და არქივირებას.
** მენეჯერი პასუხისმგებელია საპენსიო კომპანიის საქმისწარმოების ორგანიზებაზე, მათ შორის მიღებული დოკუმენტაციის რეგისტრაციაზე, სისტემატიზაციაზე, არქივირებასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვაზე. იგი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა, პერსონალური მონაცემებისა და კომერციული საიდუმლოების დაცვის მოთხოვნები.
** იურიდიული და კორპორაციული მენეჯერი უზრუნველყოფს საპენსიო სქემის მონაწილეებისა და პოტენციური მონაწილეების სამართლებრივ და საკონსულტაციო მხარდაჭერას, მათ შორის საკონსულტაციო შეხვედრების გამართვას, შესაბამისი დოკუმენტაციის შევსებასა და ინფორმირების პროცესის კოორდინაციას. ამასთან, იგი მონაწილეობს საინფორმაციო მასალების მომზადებასა და განახლებაში და საინფორმაციო პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ორგანიზებაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურიდიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია კვალიფიკაციის ამაღლების კურსების დამთავრების დამადასტურებელი სერტიფიკატები;
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების Word-ის, Excel-ის და PowerPoint-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი CV მითითებულ ელ.ფოსტაზე: pension@airnav.ge 2025 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ხაზში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით აცხადებთ თანხმობას კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.
|
|
|
|