|
დასახელება:
ბიზნეს პროცესების მონიტორინგის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
არქი
|
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 11 იანვარი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ ბიზნეს პროცესების მონიტორინგის სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** ბიზნეს პროცესების მონიტორინგის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიაში დანერგილი პოლიტიკისა და პერიოდულობის შესაბამისად პროცესების მონიტორინგი, შეფასება, ანალიზი და რეპორტინგი;
** პროცესებზე დაკვირვება რეალურ დროსა და სივრცეში (მათ შორის დასრულებულ და მიმდინარე სამშენებლო ობიექტებზე);
** მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების ანალიზი, დოკუმენტირება და დარღვევათა აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების მომზადება;
** გაცემული რეკომენდაციების შესრულების ვადების კონტროლი;
** პროცესების დარღვევათა რეესტრის წარმოება და ტენდენციების ანალიზი;
** არსებული პროცესებისა და პროცედურების ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაციისთვის საჭირო ცვლილებების ინიცირება (მათ შორის As-is და To-be მოდელის გამოყენებით);
** სხვადასხვა პროცესების, სტანდარტებისა და პოლიტიკების ურთიერთშესაბამისობის ანალიზი;
** არსებული პროცესების დოკუმენტების პერიოდული აუდიტი და განახლებისათვის რეკომენდაციების მომზადება;
** ბიზნეს პროცესში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კომუნიკაცია და უკუკავშირი;
** CRM-ში პროცესების ავტომატიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ძალიან გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის და Visio-s მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 11 იანვრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|