Робота для біженців з України
მიღება-განთავსების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიღება-განთავსების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო გოლდენ პალასი
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
სასტუმრო "გოლდენ პალასი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 62

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: დღის და ღამის ცვლა. თვეში 160 საათი (08:00-18:00 - 18:00-08:00)
** დასვენება: კვირაში 2-4 დღე
** ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
** დამატებით: ორჯერადი კვება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მართავს ონლაინ და სატელეფონო ჯავშნებს.
** ინფორმაციას აწვდის სტუმრებს გადახდის მეთოდებთან დაკავშირებით და ამოწმებს მათი საკრედიტო ბარათების მონაცემებს.
** სტუმრების რეგისტრაცია (შეჰყავს საკონტაქტო ინფორმაცია, მათი დარჩენის ზუსტ თარიღები).
** ესალმება სტუმრებს შემოსვლისთანავე და გამოყოფს შესაბამის ნომრებს.
** აწვდის ინფორმაციას სასტუმროს, ხელმისაწვდომი ნომრების, ტარიფებისა და ამანათების შესახებ.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებას
** მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** საბონუსე სისტემას

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სუბორდინაციის დაცვა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** არაკონფლიქტურობა და კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** დეტალებისადმი ყურადღება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@onyxtbilisi.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე