|
დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
SMG - Safety Management Group
|
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 24 იანვარი
|
კომპანია შპს "შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" ეძებს ფინანსურ ანალიტიკოსს.
ფინანსური ანალიტიკოსი საქმიანობას ახორციელებს გენერალური და ფინანსური დირექტორის მეთვალყურეობის ქვეშ, მათი უშუალო ხელმძღვანელობით და მითითებით.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტების და მთლიანად კომპანიის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ანალიზი;
** მმართველობითი ანგარიშგებების მომზადება კომპანიაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** ანგარიშგების მომზადება მესამე მხარეებისთვის (მაგ. კომერციული ბანკი);
** ლიკვიდობის ანალიზი და დაგეგმვა;
** კომპანიის ფინანსური აუდიტის პროცესში მონაწილეობა;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება ფინანსური დირექტორის გადაწყვეტილებით.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;
** ფინანსური ანალიტიკოსის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა საერთაშორისო ასოციაციის (ACCA) ან ნაფიც ფინანსური ანალიტიკოსის (CFA) პროგრამის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს, მიენიჭებათ უპირატესობა;
** Microsoft საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
** სასურველია საქართველოში აპრობირებული საბუღალტრო პროგრამებთან (ORIS, 1C, Balance და სხვა) მუშაობის გამოცდილება.
განაცხადის გასაკეთებლად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, გადადით ბმულზე: https://wkf.ms/45qJMaC
|
|
|
|