Робота для біженців з України
რეალიზატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეალიზატორი
მომწოდებელი: აზია სერვისი
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
შპს "აზია სერვისი" აცხადებს ვაკანსიას რეალიზატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება
** გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების ანალიზი
** ბაზრის კვლევა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება
** შეკვეთების მიღება და კონტროლი
** პროდუქციის რეალიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა
** პრეზენტაციისა და შეთავაზებების მომზადების გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, CRM)
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მართვის მოწმობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას
** მეგობრულ გუნდსა და მენეჯმენტს

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: anna@asiaservice.ge mari@asiaservice.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის: (ტელეფონი) 593908589 557591576.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე