|
დასახელება:
პროფესიული განათლების ცენტრის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 26 იანვარი
|
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს პროფესიული განათლების ცენტრის მენეჯერის (პროფესიული პროგრამების ინტერნაციონალიზაცია) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად
პროფესიული განათლების ცენტრის მენეჯერის (პროფესიული პროგრამების ინტერნაციონალიზაცია).
ანაზღაურება: განისაზღვრება თვეში 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
აპლიკანტს მოეთხოვება:
** ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, (სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება).
** თსუ-ში მოქმედი რეგულაციები პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე; საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის ბრძანება №69/ნ" ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ"; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება.
** №59/ნ "პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის თაობაზე"; საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი; ევროკავშირის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩო მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისთვის (EQF-LLL); კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა.
აპლიკანტს უნდა ჰქონდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:
** კრეატიულობა;
** კეთილსინდისიერება;
** დასაბუთების უნარი;
** დროის ეფექტიანი მართვა;
** კონცენტრაციის და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
** ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
** ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.
** სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
** პროფესიული განათლების ცენტრის მენეჯერის (პროფესიული პროგრამების ინტერნაციონალიზაცია) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება;
** პროფესიული პროგრამების ინტერნაციონალიზაციის მხარდასაჭერად საერთაშორისო პარტნიორების მოძიება;
** პროფესიული სტუდენტების/მსმენელებისა და მასწავლებლებისთვის გაცვლითი პროექტების მოძიებაში, შექმნასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** პროფესიული განათლების ცენტრის პერსონალის საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
** CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
** განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
** პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
** პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
** კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობება წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის 26 დეკემბრის 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს "პროფესიული განათლების ცენტრის მენეჯერის (პროფესიული პროგრამების ინტერნაციონალიზაცია)".
|
|
|
|