Робота для біженців з України
პროექტის ეროვნული კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის ეროვნული კოორდინატორი
მომწოდებელი: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 04 იანვარი
"გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი" პროექტის - "შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის პროცესის მხარდასაჭერად" ფარგლებში აცხადებს პროექტის ეროვნული კოორდინატორის ვაკანსიას.

საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის (NAP) პროექტის ეროვნული კოორდინატორი პასუხისმგებელი იქნება NAP-ის პროექტის შედეგების მიღწევაზე, რაც მოიცავს საქართველოს NAP პროექტის დაგეგმვას, ორგანიზებას, კოორდინაციასა და განხორციელებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მართოს პროექტი ყოველდღიურად ეროვნულ დონეზე და რეგიონებში, მათ შორის აქტივობები და შედეგები (როგორებიც არის სამუშაო შეხვედრები, კვლევები და პუბლიკაციები);
** უზრუნველყოს პროექტის აქტივობებისა და შედეგების მიღწევა შესაბამისი ხარისხით, საპროექტო დოკუმენტით განსაზღვრული დროისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით.
** უზრუნველყოს ტექნიკური დავალებების/სამუშაო აღწერილობების შემუშავება და ხელი შეუწყოს კონსულტანტების ან სხვა მომსახურების მიმწოდებლების იდენტიფიცირებას, შერჩევასა და დაქირავებას/შესყიდვას;
** უზრუნველყოს ეროვნული და საერთაშორისო კონსულტანტების, ასევე სხვა სერვისის პროვაიდერებისა და პარტნიორების მიერ შესასრულებელი აქტივობების ზედამხედველობა და ვადების კონტროლი;
** ზედამხედველობა გაუწიოს ადმინისტრაციულ და ფინანსურ ოფიცრებს, რომ უზრუნველყოს ფინანსური, შესყიდვებისა და ადამიანური რესურსების პროცესების მართვა პროექტის ფარგლებში. საპროექტო დოკუმენტაცია, აქტივების/აღჭურვილობის სიები, ფინანსური და შესყიდვების დოკუმენტები შენახულ იქნას აუდიტის მოთხოვნების შესაბამისად;
** უზრუნველყოს ნახევარი წლისა და წლიური სამუშაო გეგმების, შესყიდვების გეგმის, ბიუჯეტის დროული მომზადება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორთან, პროექტის ეროვნულ დირექტორთან, კლიმატის მწვანე ფონდის საკონტაქტო პირთან (GCF Focal Point) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის შესაბამისი ამოცანის მენეჯერთან შეთანხმებით.
** რეგულარულად აწარმოოს მონიტორინგი და შეადგინოს ანგარიში პროექტის შესრულების შესახებ. მიაწოდოს ინფორმაცია ცენტრის დირექტორს, პროექტის ეროვნულ დირექტორს, კლიმატის მწვანე ფონდის საკონტაქტო პირსა (GCF Focal Point) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის შესაბამისი ამოცანის მენეჯერს. ასევე, მიაწოდოს ინფორმაცია პროგრესის, გამოწვევებისა და შემოთავაზებული მაკორექტირებელი ქმედებების შესახებ;
** მოამზადოს წლიური ანგარიში კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროგრესის შუალედური ანგარიშისთვის;
** უზრუნველყოს ბიუჯეტისა და ფინანსური ანგარიშების (კვარტალური ხარჯების ანგარიშის ჩათვლით) წინასწარი მოთხოვნის დროული მომზადება და წარდგენა;
** იყოს კოორდინაციაში პროექტის სამეთვალყურეო კომიტეტის მდივანთან, მოაწყოს ყოველწლიურად პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს (Project Steering Committee) შეხვედრები, ასევე უზრუნველყოს შეხვედრის დოკუმენტაციის, მათ შორის პროგრესის მოხსენებების და შეხვედრის ოქმების დროული მომზადება;
** უზრუნველყოს ლოჯისტიკური და ორგანიზაციული საკითხების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა ცენტრის დირექტორის, პროექტის ეროვნული დირექტორის, კლიმატის მწვანე ფონდის საკონტაქტო პირისა (GCF Focal Point) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ამოცანის მენეჯერის ხელმძღვანელობით;
** კლიმატის მწვანე ფონდის საკონტაქტო პირის (GCF Focal Point) მიერ დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულება.

პროცესის კოორდინაცია:

** უხელმძღვანელოს და მონაწილეობა მიიღოს სამუშაო შეხვედრებში, სამუშაო ჯგუფებსა და ოფიციალურ ღონისძიებებში ცენტრის დირექტორთან და კლიმატის მწვანე ფონდის საკონტაქტო პირთან შეთანხმებით;
** მიაწოდოს ინფორმაცია ცენტრის დირექტორსა და პროექტის ეროვნულ დირექტორს კვლევების მონაცემების, ანგარიშების, პოლიტიკის მოკლე მიმოხილვისა და პროექტის სხვა შედეგების შესახებ, ასევე განიხილოს მიწოდებული პროექტები;
** ხელი შეუწყოს თანამშრომლობასა და საკონსულტაციო პროცესებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომ უზრუნველყოს მთავრობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების (მათ შორის ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური და კერძო სექტორი) ჩართულობა პროექტის შედეგების განხორციელებისთვის;
** უზრუნველყოს, რომ პროექტის კომპონენტები და მიწოდებული ინფორმაცია ეფექტურად უჭერდეს მხარს კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ინტეგრაციას ეროვნულ, სექტორულ და რეგიონულ სტრატეგიებში, გეგმებსა და ბიუჯეტში, რაც გულისხმობს მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფას დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, კლიმატის ცვლილების ეროვნული კომიტეტის წევრებთან (NCCC), როგორიცაა სამინისტროები, კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი სექტორები და ადმინისტრაციები;
** უზრუნველყოს UNFCCC -ის სახელმძღვანელო პრინციპები NAP-ის გამოყენებისთვის, NAP-
ის შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესისთვის;
** შეაგროვოს NAP-ის პროცესის მიერ მიღებული შედეგები და პრაქტიკა, გაუწიოს ზედამხედველობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გამოცდილების გაზიარებას.
** ეროვნული კოორდინატორი პასუხისმგებელი იქნება ცენტრის დირექტორის და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის წინაშე, პროექტის მიმდინარეობისა და დასასრულისთვის

შედეგების მიწოდებაზე GCF-ის პროექტის დაფინანსების წინადადებისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების შესაბამისად.

ანგარიშგება:

პროექტის ეროვნული კოორდინატორი ყოველდღიურად წარუდგენს ანგარიშს ცენტრის დირექტორსა და პროექტის ეროვნულ დირექტორს, რომელიც დანიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ს მიერ, პროექტის მმართველი კომიტეტის (PSC) ზედამხედველობით.

ეროვნული დირექტორის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, NAP ეროვნული კოორდინატორი ასევე მჭიდროდ ითანამშრომლებს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის პროექტის მენეჯერთან. რაც შეეხება პროექტის თანამშრომლობის შეთანხმების (PCA) განხორციელებას, კოორდინაციას გაუწევს საერთაშორისო კონსულტანტების დავალებებსა და გადაცემულ შედეგებს, რომლებიც გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ არიან პროექტში ჩართულები.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:

NAP-ის ეროვნული კოორდინატორის პოზიციაზე წარმატებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** მაგისტრის ხარისხი, სასურველია მენეჯმენტის და ადმინისტრირების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საერთაშორისო განვითარების, გარემოს დაცვის ტექნოლოგიების, სოციალური მეცნიერების ან ბუნებრივი რესურსების მართვის დარგში,
** არანაკლებ 6-წლიანი გამოცდილება პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში, ანალიზსა და შეფასებაში, რომელიც დაკავშირებულია შესაძლებლობების განვითარებასთან, გარემოს დაცვასთან, ბუნებრივ რესურსებთან და მდგრად განვითარებასთან. სასურველია, გამოცდილება კლიმატის ცვლილების ადაპტაციასთან დაკავშირებულ სფეროებში;
** მინიმუმ 2 წინა პროფესიული პოზიცია/დავალება დაკავშირებული უნდა იყოს სახელმწიფო უწყებების ჩართულობით დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის ხელშეწყობასა და კოორდინაციასთან ისეთ პროგრამებსა და პროექტებში, რომელიც დაფინანსებულია დონორის მიერ საქართველოში ან სხვაგან;
** გამართული/სრულყოფილი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე (წერილობითი და ზეპირი);
** საქართველოს სამთავრობო უწყებებთან მუშაობის გამოცდილება;
** პროექტების/პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება;
** დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და ფასილიტაციის კარგი უნარ-ჩვევები და გამოცდილება;
** პროფესიული გამოცდილება გაეროს მიერ განხორციელებულ პროექტებში.

ენები:

** ქართული C 1.
** ინგლისური C 1.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook).

დამატებითი ინფორმაცია:

** კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს რეზიუმე/CV ქართულ ენაზე (სხვა შემთხვევაში არ მოხდება რეზიუმე/CV განხილვა):
** კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
** კონკურსზე კანდიდატის დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
** განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით და ასევე, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიების/გადამოწმების თაობაზე (რომლის დადასტურებასაც კანდიდატი ახდენს განაცხადის გაკეთების ეტაპზე).
** ვაკანტური პოზიციის დასახელება მითითებული უნდა იქნას სათაურის ველში.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ხელფასი: შეთანხმებით.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@eiec.gov.ge შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: რეზიუმეების გადარჩევა და გასაუბრება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

ელექტრონულ ვებგვერდზე (https://www.jobs.ge)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე