|
დასახელება:
ანდროლოგიის ლაბორანტი
|
| მომწოდებელი:
ლიდერმედი
|
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
კლინიკა "ლიდერმედი" აცხადებს ვაკანსიას ანდროლოგიის ლაბორანტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
სამუშო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე - 09:30-დან 17:30 -მდე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ადამიანის სპერმის ნიმუშების მიღებას, შეფასებას და მომზადებას განაყოფიერებისთვის (processing, washing, concentration, dilution).
** სპერმის კრიოკონსერვაციის პროცესში მონაწილეობას (გაყინვა და გალღობა), დადგენილი პროტოკოლების მკაცრი დაცვით.
** ლაბორატორიული მოწყობილობებისა და ინსტრუმენტების პარამეტრების მონიტორინგს, გაზომვებს, წმენდასა და მოვლას.
** მედიისა და კულტურის ჭურჭლის (culture dishes, tubes და სხვა) მომზადებას.
** ლაბორატორიული პროცესების რეგისტრაციას, დოკუმენტაციის წარმოებას და double witnessing სისტემის დაცვას.
** ნიმუშების იდენტიფიკაციის, მარკირების და შეცდომების პრევენციის წესების მკაცრ შესრულებას.
** შიდა ხარისხის კონტროლის, ბიოუსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მოთხოვნების დაცვას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამედიცინო ლაბორანტის სპეციალობის დიპლომი
ან/და:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო ლაბორატორიაში.
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის დონეზე.
** კომპიუტერული უნარები;
** MS Word და MS Excel-ის პრაქტიკული ცოდნა.
** ყურადღება დეტალების მიმართ და მაღალი სიზუსტე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და პროფესიული ეთიკის დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ განვითარებას და პრაქტიკული უნარების გაღრმავების შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას
** კომფორტულ გარემოსა და გუნდის მხარდაჭერას
** არსებულ სერვისებზე 20 % ფასდაკლებას
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 25 იანვარი, 2026 წ.
დაინტერესბულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadermed.ge
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება -"ანდროლოგიის ლაბორანტი".
კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
"კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" (სასაქონლო ნიშანი: ლიდერმედი) ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 8 თვის ვადით სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 8 (რვა) თვით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: Info@leadermed.ge.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა და წამოჭრილი პრობლემის ეფექტურად გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი"-ს (ლიდერმედი) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: tamuna.tkeshelashvili@geosafety.ge და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია.
შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" კანდიდატების შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისად კანდიდატთა შერჩევის პროცესი თანხვედრაშია დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებთან. დაუშვებელია პირთა მიმართ ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით დისკრიმინაცია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას. იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით გაქვთ ვარაუდი/ეჭვი ან აღქმა მოგვმართეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: Info@leadermed.ge".
|
|
|
|