|
დასახელება:
ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკური ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 30 იანვარი
|
"სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს მიღებას მოკლევადიან (6 თვიან) პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - "ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკური ასისტენტი".
პროგრამის მიზანია გადაამზადოს ბაკალავრები, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ლაბორატორიული მედიცინის კვალიფიციური კადრები, რომლებიც ეფექტურად დასაქმდებიან შრომის ბაზარზე.
პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართთან ერთად, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში, ასევე მედიცინის ბაკალავრის და ფარმაციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, გასაუბრება.
პროგრამის ხანგრძლივობა - 24 კვირა
დარეგისტრირდით https://vet.ge/programs/short? ან სარეგისტრაციო ბმული
პროგრამა დაფინანსებულია ა (ა)იპ-პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
რეგისტრაციის ვადა: დასაწყისი 2025 წლის 20 დეკემბრიდან 2026 წლის 30 იანვრის ჩათვლით.
გასაუბრებაზე წარმოსადგენ დოკუმენტებზე დამატებით ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციის შემდეგ.
გთხოვთ, რეგისტრაციისას აუცილებლად მიუთითეთ მოქმედი ელ. ფოსტა.
ხარვეზების თავიდან ასარიდებლად გადაამოწმეთ, სწორად დარეგისტრირდით თუ არა საკონტაქტო ინფორმაცია: მარინა ფოჩხუა
ტელ: 599900444
ელ. ფოსტა: mpochkhua@gmail.com
|
|
|
|