|
დასახელება:
ბრენდის სახე/კონტენტ კრეატორი
|
| მომწოდებელი:
Red House
|
|
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 23 იანვარი
|
"Red House" — გაყიდვებისა და მარკეტინგის აუთსორს კომპანიაა, რომელიც ექსკლუზიურად მართავს სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების პროექტებს.
ვეძებთ კრეატიულ, კომუნიკაბელურ და ენერგიულ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი ბრენდის ერთ-ერთი სახე და შექმნის კონტენტს, რომელიც აღძრავს ინტერესს და "გაყიდის" იდეას.
მთავარი მოვალეობები:
** მრავალფეროვანი კონტენტის შექმნა სფეროს სპეციფიკის მიხედვით;
** შექმნილი კონტენტის განთავსება და მართვა სოციალურ მედიაში;
** გამართული მეტყველების უნარი და თავდაჯერებულობა კამერის წინ;
** პოსტების, სლოგანებისა და მოკლე ტექსტების დაწერა;
** მუშაობა მარკეტინგის გუნდთან — ვიდეო და ფოტო გადაღებების დაგეგმვა/დაორგანიზება, ახალი კონცეფციების შემუშავება.
თუ შენ:
** კომფორტულად გრძნობ თავს კამერის წინ;
** გაქვს კრეატიული აზროვნება და სოციალური მედიის გემოვნება;
** შეგიძლია იდეის გადაქცევა რეალურ, ეფექტურ ვიდეოდ;
** ხარ ენერგიული, კომუნიკაბელური და არ გეშინია ინიციატივის გამოვლენის.
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული რეჟიმი — 3 დღე ოფისიდან, 2 დღე დისტანციურად
სამუშაო საათები: 11:00-18:00
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე, შემოქმედებით სამუშაო გარემოს;
** განვითარებას მარკეტინგსა და ვიდეოკომუნიკაციაში;
** შესაძლებლობას, იყო Red House-ისა და მისი პარტნიორი ბრენდების მედია სახე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას და ზრდის პერსპექტივას.
ელფოსტა: redrealestate2020@gmail.com
|
|
|
|