Робота для біженців з України
დამხმარე ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: ევროსტილი XXI
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
"ევროსტილი XXI" წარმოადგენს კარისა და ავეჯის მწარმოებელ ერთ-ერთ წამყვან კომპანიას საქართველოში. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნას.

პოზიცია: დამხმარე ბუღალტერი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკა (აეროპორტის მიმდებარედ)
** სამუშაო გრაფიკი: სრული: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და შესაბამის პროგრამაში ასახვა
** ბუღალტრული ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
** FINA პროგრამაში ყველა სააღრიცხვო ოპერაციის დროული და სწორი ასახვა
** პირველადი დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება, კონტროლი და არქივირება
** ნაღდი ანგარიშსწორების, საბანკო გადარიცხვების, შესყიდვებისა და იმპორტის ოპერაციების აღრიცხვა
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და შედარება
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობა
** მთავარი ბუღალტრისთვის ანგარიშგებების მომზადება და მონაცემების წარდგენა
** მენეჯმენტის მიერ დაკისრებული სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** FINA ბუღალტრული პროგრამის ცოდნა
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება
** MS Office პროგრამების (Excel, Word) ცოდნა
** სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა

პიროვნული უნარები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: nnnonnna717@gmail.com. ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: "დამხმარე ბუღალტერი"

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე