|
დასახელება:
.NET დეველოპერი - Middle/Strong Junior
|
| მომწოდებელი:
კრედიტსერვისი+
|
|
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 23 იანვარი
|
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტსერვისი +" 1999 წლიდან ფუნქიონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოდგენილ 49 ფილიალს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას .NET Developer (Middle/Strong Junior).
მოვალეობები:
** კომპანიაში პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, განვითარება და მხარდაჭერა;
** კომპანიაში დანერგილი/დასანერგი სისტემების ინტეგრაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი და ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დაგეგმვისათვის მოთხოვნებისა და სპეციფიკაციების შესწავლა;
** კომპანიაში სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა პროექტებისათვის პროგრამულ გადაწყვეტილებებს შემუშავება;
** პროგრამულ უზრუნველყოფაში შეტანილი ცვლილებების აღწერა და მისი ტესტირების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ტექნიკური მოთხოვნები:
** .NET (C#): მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (ASP.NET MVC, RESTful API);
** მონაცემთა ბაზები: MS SQL Server-თან მუშაობისა და რთული Query/Procedure-ების წერის გამოცდილება (T-SQL);
** ORMs: Entity Framework-ის სიღრმისეული ცოდნა;
** Frontend: Angular-ის, JavaScript-ის (jQuery), HTML5-ის და CSS3-ის ცოდნა;
** პრინციპები: OOP, SOLID და Clean Code პრინციპების ცოდნა.
პრიორიტეტად ჩაითვლება:
** საბანკო პროგრამა Alta-სთან მუშაობის გამოცდილება;
** CI/CD პროცესების და Git-ის ცოდნა;
** Unit Testing-ის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** დროის მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** თვითგანვითარების უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@creditservice.ge და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
გაცნობებთ, რომ სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტრსერვისი + " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
|
|
|
|