|
დასახელება:
IT აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Hash Bank
|
|
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 23 იანვარი
|
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: IT აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ტექნიკური პრობლემების დროული აღმოჩენა და მოგვარება;
** აპლიკაციის მუშაობის მონიტორინგი და შეცდომების იდენტიფიცირება;
** ინციდენტების ესკალაცია დეველოპმენტისა და სხვა ტექნიკურ გუნდებთან;
** სისტემურ ლოგებში საგამოძიებო ანალიზის ჩატარება (Errors, Request/Response, Integration logs);
** API დონეზე Request/Response-ის ანალიზი და ინტეგრაციის პროცესების დიაგნოსტიკა;
** MS SQL-თან მუშაობა (მონაცემების ამოღება, Query-ების ანალიზი, Stored Procedure-ების წაკითხვა);
** განმეორებითი პრობლემების Root Cause ანალიზი და შესაბამისი დოკუმენტირება;
** აპლიკაციის Business Flow-ების შესწავლა და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების მომზადება;
** მონაწილეობა რელიზების მხარდაჭერაში და Post-Deployment მონიტორინგში;
** Jira/Confluence-ში ოპერაციული პროცესების და ინსტრუქციების დოკუმენტირება;
** ბანკის პროდუქტებისა და ინტეგრაციების საფუძვლიანი შესწავლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების ან დაკავშირებულ სფეროში (სასურველია);
** მინიმუმ 1+ წელი გამოცდილება Application Support, Technical Analysis, IT Operations ან საბანკო/ფინტექ სექტორში;
** გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
For external use:
ტექნიკური უნარები:
** SQL-ის საფუძვლიანი ცოდნა (SELECT, JOIN; Stored Procedure-ის წაკითხვა სასურველია);
** API ინტეგრაციებთან მუშაობის გამოცდილება (REST/JSON, HTTP Status Codes, Debugging);
** ლოგების ანალიზი (Kibana, Grafana, SigNoz, Splunk ან მსგავსი);
** Linux-ის საბაზისო ბრძანებები (tail, grep, cat);
** Jira/Confluence ან მსგავსი Task Management პლატფორმების ცოდნა.
უნარები და კომპეტენციები:
** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის და პრიორიტეტების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
** სწრაფად სწავლასა და ახალ ტექნოლოგიებზე ადაპტირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 23 იანვარი, 2026 წელი
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
|
|
|
|