Робота для біженців з України
CRM მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: CRM მენეჯერი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრული ეკოსისტემის მარკეტინგის გუნდს CRM მენეჯერის პოზიციაზე!

https://www.tnet.ge

CRM Manager პასუხისმგებელი იქნება მომხმარებელთა კომუნიკაციის სრული სტრატეგიის შექმნასა და მართვაზე, სეგმენტაციის, პერსონალიზაციისა და ტრიგერული სცენარების შემუშავებაზე, კომუნიკაციის მრავალარხიანი კალენდრის დაგეგმვასა და შესრულებაზე, ასევე მონაცემთა ანალიზზე.

შენი როლი თინეთში:

** მომხმარებელთა მონაცემების ანალიზი, მარკეტინგული ჰიპოთეზების გადამოწმება, მომხმარებელთა პროფილების შექმნა და აუდიტორიების სეგმენტაცია პერსონალიზებული კომუნიკაციისთვის.
** ერთიანი კომუნიკაციის კალენდრის დაგეგმვა და მართვა ყველა არხზე (email, SMS, push, WhatsApp და სხვა) TNET-ის ყველა ბიზნეს ვერტიკალისთვის.
** ტრიგერზე დაფუძნებული კომუნიკაციის სცენარების ბექლოგის დაგეგმვა და შესრულება.
** საკომუნიკაციო კონტენტის შექმნა და მისი ადაპტირება სხვადასხვა ფორმატსა და არხზე.
** A/B ტესტების ჩატარება სცენარების, მესიჯებისა და კონტენტის ოპტიმიზაციისთვის.
** კომუნიკაციების ეფექტიანობის გაზომვა კონტროლჯგუფებისა და სხვადასხვა პერფორმანს მეტრიკების გამოყენებით.
** ტექნიკური მოთხოვნების დაწერა IT გუნდისთვის და განხორციელების მონიტორინგი.
** თანამშრომლობა ქროს-ფუნქციურ გუნდებთან (ტელესეილსი, მარკეტინგი, ანალიტიკა, IT).

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება CRM მარკეტინგში ან მომხმარებელთა კომუნიკაციის მართვაში;
** გამოცდილება Email, Push, SMS, WhatsApp არხებში;
** გამოცდილება მომხმარებელთა სეგმენტაციისა და პერსონალიზებული კომუნიკაციის შექმნაში;
** მონაცემთა ანალიზის გამოცდილება და A/B ტესტირების უნარი;
** სხვადასხვა არხისთვის ნათელი და მიმზიდველი მარკეტინგული კონტენტის შექმნის უნარი.
** IT გუნდებისთვის ტექნიკური დავალებების მომზადების და ქროს-ფუნქციურ გუნდთან მუშაობის გამოცდილება;
** SQL-ის ცოდნა;
** გამოცდილება CDP პლატფორმებთან (customer journeys-ის შესაქმნელად);
** Power BI / Tableau ან მსგავსი ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
** Google Analytics-ის და UTM პარამეტრების მაღალ დონეზე ცოდნა - როგორ მუშაობს ატრიბუცია და როგორ ხდება ტრაფიკის თვალყურის დევნება.

თინეთში დაგხვდება:

** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** ინოვაციებზე და ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** ცოდნის გაზიარებისა და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** სრული მხარდაჭერა პროფესიული განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა მოსვლისთანავე;
** კორპორაციული შეთავაზებები კომფორტისა და ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ:

გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tnet.ge

შეტყობინების სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ.
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე