Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: აბრაზივ პროდაქტსი
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 22 იანვარი
"აბრაზივ პროდაქტსი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

"აბრაზივ პროდაქტსი" არის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც აერთიანებს მსუბუქი სამშენებლო სახარჯი მასალების იმპორტს და წარმოებას. ჩვენი მიზანია ხარისხიანი და კონკურენტული პროდუქციის მიწოდება როგორც სავაჭრო ქსელისთვის, ისე სამშენებლო კომპანიებისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირება კომპანიის კუთვნილი ავტომობილით;
** მონაწილეობის მიღება დისტრიბუციის პროცესში;
** ავტომობილის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და ხარვეზის შემთხვევაში ინფორმაციის გადაცემა შესაბამისი ჯგუფისთვის;
** საწვავის წვის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურობა;
** ენერგიულობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: ისთ ფოინთის მიმდებარე ტერიტორია, კორნელი სანაძის ქუჩა;
კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების კვებას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 22 იანვარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 593367930.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე