Робота для біженців з України
ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: რესტორანი ბამბა
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
კლასიკური რესტორანი "ბამბა" ეძებს პასუხისმგებლიან, გამოცდილ და მოტივირებულ ბარმენს, რომელიც გახდება ჩვენი პროფესიონალური გუნდის ნაწილი და იზრუნებს სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** ბარის სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს მუდმივი კონტროლი
** ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება მაღალი სტანდარტების შესაბამისად
** ყავის აპარატთან მუშაობა და ხარისხიანი ყავის მომზადება
** ბარის მარაგების კონტროლი და დროული შევსების უზრუნველყოფა
** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა და სტუმრებზე ორიენტირებული მომსახურება

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი (ცვლის დამატება - შეთანხმებით)
** სამუშაო საათები: 11:00-00:00

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბარმენად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ყავის აპარატთან მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** ღამის საათებში ტრანსპორტირებას
** ორჯერად კვებას
** სტაბილურ სამუშაო გრაფიკს
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

დაინტერესებულმა პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: bamba.restaurant1@gmai.com (აღწერაში მიუთითეთ პოზიცია)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე