Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
მომწოდებელი: IBCCS TAX
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
"IBCCS.TAX Georgia" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში, შემდგომი დასაქმების რეალური პერსპექტივით.

"IBCCS.TAX Georgia" არის პროფესიული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ახორციელებს აუტსორს მომსახურებას იურიდიულ, საგადასახადო და ბუღალტრულ მიმართულებებში. ჩვენი კლიენტების უმეტესობა არიან უცხოელი ინვესტორები და საერთაშორისო კომპანიები, რაც თანამშრომლებს აძლევს საერთაშორისო პრაქტიკაში მუშაობის უნიკალურ შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები

** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ატენის ქუჩა N16ა
** ანაზღაურება: 400 ლარი (შესაძლებელია ზრდა უნარებისა და შედეგების შესაბამისად)

ჩვენ გთავაზობთ

** პროფესიულ განვითარებას ინოვაციურ და დინამიკურ სამუშაო გარემოში;
** გამოცდილ იურისტებთან და კონსულტანტებთან მუშაობის შესაძლებლობას;
** პრაქტიკული ცოდნის მიღებას საერთაშორისო სამართლებრივ და ბიზნეს საკითხებში;
** კარიერული ზრდისა და დასაქმების რეალურ პერსპექტივას;
** ხელშეწყობას საგამოცდო პერიოდში;
** მეგობრულ გარემოს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** იურიდიული მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი ან მაგისტრატურის სტუდენტი
** იურიდიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე — სავალდებულოა
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე — სავალდებულოა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel)

ფუნქციები და მოვალეობები

** იურიდიული დოკუმენტების მომზადება და გადამოწმება
** სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე კვლევის ჩატარება
** იურიდიული დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა
** ადმინისტრაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა

განაცხადის წარდგენა

CV შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: career@ibccs.tax

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.

ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა ყველა მიღებულ რეზიუმეს და შერჩეულ კანდიდატებს დაგიკავშირდებით.

პერსონალური მონაცემების დაცვა

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა შესაბამის ვაკანსიაზეც და შეინახოს 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

IBCCS.TAX Georgia
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე